საბანკო სექტორი 2015 წელს

2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 19 კომერციული ბანკია. აქედან უცხოური კაპიტალის მონაწილეობით 18 კომენციული ბანკი, ხოლო ერთი არარეზიდენტი ბანკის ფილიალია. სულ კომერციული ბანკების ფილალების რიცხვი 125-ს, სერვისცენტრების რაოდენობა კი 827-ს შეადგენს. ჯამში აღნიშნული კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალი 3.5 მლრდ. ლარს აჭარბებს, განცხადებული საწესდებო ფონდი კი 1.1 მლრდ. ლარია. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამავე პერიოდში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების მოცულობა 25.2 მლრდ ლარს შეადგენს, და 2.2%-ით აჭარბებს ნოემბრის მონაცემს, ხოლო წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22.1%-ით აღემატება. გაზრდილია ვალდებულებების მოცულობაც და 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით 21.7 მლრდ ლარს შეადგენს (წინა თვესთან შედარებით ზრდა 1.9%, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 27.1%).

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები და ვალდებულებები (დეკემბერი, პერიოდის ბოლო, მლნ ლარი):

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით ლარში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა ნოემბრის თვესთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობის ზრდა კი გაცვლითი კურსის ეფექტის გაუთვალისწინებლად 1.7%-ია. ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) ეროვნული და უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა იგივე პერიოდში 15.2 მლრდ. ლარს შეადგენს და 678 მლნ ლარით (4.7%) აღემატება ნოემბრის თვის მონაცემს, ხოლო 2.7 მლრდ. ლარით (21.6%) წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2015 წლის დეკემბრის მონაცემებით არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 14.3 მლრდ ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მონაცემთნ შედარებით გაცვლითი კურსის ეფექტის გაუთვალისწინებლად 2.3%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია ეროვნული ვალუტით მოზიდული დეპოზიტების მოცულობის კლება, რაც ლარის გაუფასურების პროცესს უკავშირდება. 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა ჯამში 4.6 მლრდ ლარს შეადგენს და 317.0 მლნ ლარით (6.4%) ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოური ვალუტით მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა კი 10.9 მლრდ ლარს შეადგენს და 3.4 მლრდ ლარით (45.4%) არის გაზრდილი 2014 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. ცხადია ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ლარის გაუფასურების ეფექტს უჭირავს.

2014 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით 9.3%-ით გაიზარდა არასაბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელიც და 2015 წლის დეკემბერში 69.5%-ს მიაღწია.

კომერციული ბანკების მიერ მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა (დეკემბერი, პერიოდის ბოლო, მლნ ლარი):

ზრდას განაგრძობს კომერციული ბანკების შემოსავლები, 2015 წლის მდგომარეობით ამ მაჩვენებელმა 3.5 მლრდ ლარი შეადგინა და წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემთან შედარებით 28.6%-ით გაიზარდა (პროცენტული შემოსავლები 2.2 მლრდ ლარი, ხოლო არაპროცენტული შემოსავლები 1.3 მლრდ ლარი). გაზრდილია კომერციული ბანკების ხარჯებიც და იგივე პერიოდში 2.8 მლრდ ლარს შეადგენს (პროცენტული ხარჯები 937.6 მლნ ლარი, არაპროცენტული ხარჯები 1.5 მლრდ ლარი).

კომერციული ბანკების შემოსავლები (მლნ ლარი):

 

საქართველოს საბანკო სექტორმა გასული წელი მოგებით დაასრულა, დეკემბრის თვეში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 84.5 მლნ ლარი შეადგინა. 2015 წლის მონაცემებით კი საბანკო სექტორის წმინდა მოგება 537.4 მლნ ლარია, რაც 13.2%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (474.8 მლნ ლარი).

 

 

 

 

წინა სტატია

პერსონალური ზრდა და პოზიტიური ფსიქოლოგია
08 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

რა უნდა ვიცოდეთ სოციალურ-ეკონომიკური ინვესტიციების შესახებ
17 თებერვალი, 2016
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა