გრაალის თასი ანუ კვანტური სტრატეგია

თუ ძლიერი მოთამაშე ხარ, მაშინ  შენ ინდუსტრიაში გამუდმებით ამაღლებ შესვლის ბარიერებს პოტენციური კონკურენტებისთვის და გამოსვლის ბარიერებს - მომხარებლისთვის.  ეს ის წონასწორობის  წერტილია, როდესაც გრძელ ვადაში ინარჩუნებ ლიდერის პოზიციას  და მომგებიანობა ორჯერ უფრო მაღალი გაქვს ვიდრე სხვა შენს მეტოქეს; ეს ის მდგომარეობაა, როდესაც შენ მიერ შექმნილ პროდუქტზე დამოკიდებული ადამინების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით  იზრდება და  უშენოდ ცხოვრება არ წარმოუდგენიათ. მოკლედ,  ტიპურ ადიქციას აქვს ადგილი.   ასეთი კომპანიები ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან მიჯაჭულობის მაღალი მაჩვენებლით. დიახ,  ასეთები არიან Google, Apple, Facebook…

ბევრს წერენ ამ კომპანიებზე, საუკეთესო ქეისებად ასწავლიან ბიზნესსკოლებში  და შენც სულ იმედიანად ხარ, რომ ერთ დღესაც შენც შეძლებ რამე ასეთი ღირებულის შექმნას. რატომაც არა?! ეს კომპანიები ხომ ადამინების შემოქმედების ნაყოფია, იქაც ხომ შენნაირები მუშაობენ, მსგავსი ბიზნეს პროცესებია, ორგანიზაციული სტრუქტურა, დიზაინი. შენც ხომ იმ წიგნებს კითულობ, სტივ ჯობსი რომ კითულობდა (არა,  უფრო მეტიც... შენ მისი დაწერილის წაკითხვაც შეგიძლია), ყოველდღე აკვირდები როგორ ცხოვრობს მარკ  ცუკერბერგი და ონლაინ რეჟიმში შეგიძლია თვალი ადევნო ყველაზე ღია კომპანა „Google”-ში ახალი პროდქუტების შექმნას.  მაგრამ რაღაც არ გამოდის... ვერ ვართ ჩვენ მარკივით სმარტები, სტივივით ინოვაციურები და არც მეორე გუგლის შეექმნა ასე მარტივი.

ათასობით ადამიანი ყვება რაშია ამ კონკრეტული კომპანიების წარამტების გასაღები, რას აკეთებენ ისინი გასხვავებულად.   გვეუბნებიან , რომ უფრო თავისუფლები უნდა ვიყოთ, მეტი ვიშრომოთ, ემოციური ინტელექტი განვივითაროთ, კოგნიტური რუკები გადავიწყოთ, ინოვაციურად ვიფიქროთ. კარგია ასეთი რჩევები... მოტივაციას გიმაღლებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვერც კავასაკი გვშველის და ვერც ბრაინ ტრეისის მილიონებად შეფასებული ტრეინინგები.

ამ გამოწვევბისგან გაბრუებული, როდესაც ძალიან ახლოს ხარ წარმატებასთან, სულ რაღაც გიშლის ხელს და ნერვები გეშლება , როგორ დაგასწრეს Pokémon Go-ს შექმნა, როდესაც დიდი ხანია ფიქრობ ასეთ აპლიკაციაზე. რატომ გაგირბის იღბალი და შენ არ ხარ ის მაგარი ტიპი, რომლის შექმნილი პროდუქტიც ვირუსივით ედება მთელ მსოფლიოს. არ გეგონოთ, რომ ამაზე პასუხი მაქვს. სამაგიეროდ ძალიან საინტერესო სტრატეგიულ მიდგომაზე მოგიყვებით, რომელსაც ეს სუპერწარამტებული კომპანიები იყენებენ და მასზე ბევრი ხმამაღლა არ ლაპრაკობს. ჰოდა,  დავიწყეთ ამბავი გრაალის თასისა, რომელსაც კვანტურ სტრატეგიას ვეძახით:

კვანტური სტრატეგია პირველად თამაშის თეორიებში გამოიყენეს. ეს არის დაშვება, სადაც ვამბობთ, რომ კომპანია ერთდროულად შეიძლება ორიენტირებული იყოს ოპერაციული ეფექტიანობის მაქსიმიზაციასა და დიფერენციაციაზე, რომელიც მეტწილად ინოვაციებს და პროდუქტის გამუდმებულ  განახლებას ესწრაფვის. ვინც კლასიკურ სტრატეგიულ მენეჯმენტს იცნობს, იცის რომ ეს ორი კომპონენტი არათავსებადია და ისტორიის მანძილზე, ვინც ასეთი გზა აირჩია “Stuck in the middle” კომპანიებად იქცნენ - ანუ კომპანიებად, რომლებმაც ვერ შეძლეს სტრატეგიული პოზიციონირების ჩამოყალიბება. ამ დროს  მომხარებელი ვერ ყალიბდება შენ პროდუქტთან დაკავშირებით და არ ესმის საერთოდ, რატომ უნდა გახდეს შენი კლიენტი. იმიტომ რომ ეს შენი პროდქუტი არც იაფია, არც განსხვავებული, არც ხარისხიანი... მოკლედ ვერაფრით გამორჩევა ბიზნესში, შენი ბაზრიდან ამოგდებას იწვევს და შედეგიც დაუყოვნებლივ დგება.  მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო 10 წელია ყველაზე გრანდკომპანიები ანგრევენ ამ კლასკიურ მითს და თამამი განცხადებით, რომ ერთდროოულად  შეიძლება იყო ორ განსხვავებულ ადგილას, ბიზნესის წარმატების ახალ სტრატეგიას გვთავაზობენ. დიახ, ეს არის კვანტური სტრატეგია, რომელმაც ამ კომპანიებს მილიარდები მოუტანა და  დარგის სხვა მოთამაშეებს ხელფეხი შეუკრა.  მაგალითად, Apple  განუმეორებელია იმით, რომ მან შეძლო ინოვაციების უწყვეტი ნაკადის შექმნა  და თან ამავდროულად უფრო ეფექტური ოპერაციული სისტემის აწყობა თუნდაც დარგის ლიდერ Dell-თან შედარებით, რომელიც დანახარჯების მიხედვით ლიდერობის სტრატეგიას მიყვება. იგივე შეიძლება ითქვას კომპანია  Singapore Airlines-ის  შესახებ, რომელიც განსაკუთრებულ, ხარისხიან  სერვისს სთავაზობს მომხარებელს და ამავდროულად თავის კონკურენტებთან შედარებით გაცილებით ეფექტიანად ახორციელებს  დანახარჯებზე ფოკუსრირებულ სტრატეგიას.

დიახ, თითქმის წარმოდუგენელია ერთდროულად ხარისხს აუმჯობესებდე და დანახარჯებს ამცირებდე, მაგრამ ეს რეალობა დგება  კვანტური სტრატეგიის გამოყენებით. არ ვიცი, როგორ ახერხებენ ეს კომპანიები ამ სტრატეგიის წარამტებულად განხორციელებას, მაგრამ ფაქტია, რომ პრეცედენტები არსებობს. დიახ, გრაალის თასი დღეს მათ ხელშია. მაგრამ ყურები არ ჩამოყაროთ!  კვანტური სტრატეგიის კონცეპტის გააზრებით და მისი განხორციელებით,  თქვენც გაქვთ შანსი, თქვენ კომპანიებში რევოლუცია მოახდინოთ  და ვინაიდან ერთდორულად ერთ ელემენტს ერთ მომენტში ორ განსხვავებულ სივრცეში ყოფნა შეუძლია, თქვენთანაც აღმოჩნდეს გრაალის თასი.

წინა სტატია

პარეტო და ჩემი გარდერობი
10 აგვისტო, 2016

შემდეგი სტატია

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2015 წელს
19 აგვისტო, 2016
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა