რუსული ტუროპერატორები მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ

რუსული ტუროპერატორები ხელისუფლებას, ეგვიპტეში ტურების შეწყვეტის გამო, 1,5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ. რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, იური ბასტრიკინის თქმით, ტუროპერატორები აღნიშნულ თანხას შიდა ტურიზმის განვითარებას მოახმარენ. "კომპანიები, სასტუმროების და კვების ობიექტების განვითარების მიზნით, ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ბევრი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ტურისტების ნაკადი რუსეთის კურორტებისაკენ მივმართოთ", - განაცხადა ბასტრიკინმა.

რუსეთმა ტურისტული საგზურების გაყიდვა ეგვიპტეში დაახლოებით ერთი თვის წინ აკრძალა, მას შემდეგ რაც სინაის ნახევარკუნძულზე რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შემდეგ, მოსკოვის გადაწყვეტილებით, შეჩერდა ტურების თურქეთის კურორტებზე გაყიდვაც. ამის მიზეზი კი თურქეთის მიერ სირიის საზღვართან ახლოს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა.

წინა სტატია

ჩინეთის სინდრომი
14 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ბათუმის საინვესტიციო ფორუმი 2015
14 დეკემბერი, 2015
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა