Google-ი ახალი მესინჯერის შექმნაზე მუშაობს

Google-ი ახალ მესინჯერზე მუშაობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ფუნქციას გამოიყენებს. ამჟამად, კომპანიის საკუთრებაში არსებული მონაცემთა გაცვლის ორივე სისტემა - Hangouts-ი და Messenger-ი, მნიშვნელოვნად ჩამორჩება Facebook-ის მესინჯერს, WhatsApp-ს და ჩინურ WeChat-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, Google აპირებს პროდუქტში რობოტი "ჩააშენოს", რომელიც აპლიკაციის ფარგლებში მომხმარებლების შეკითხებს უპასუხებს. მეტად სავარაუდოა, რომ ადამიანები პასუხებს Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით მიიღებენ, ისე რომ ბრაუზერზე გადასვლა არ მოუწევთ. ახალი სერვისის გამოსვლის დრო უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია ამ პროექტზე მინიმუმ 1 წელია მუშაობს.

წინა სტატია

მომავლის მონახაზი
24 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

Yahoo-ს მომხმარებელთა უსაფრთხოების სერვისს აძლიერებს
25 დეკემბერი, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა