აპირებს თუ არა Apple-ი ავტომობილის გამოშვებას

ამერიკული კორპორაცია Apple-ის მიერ ავტომობილის გამოშვების შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა დომეინები Apple.Car. apple.cars, და apple.auto. თუმცა არც ერთი ვებგვერდები ამ დროისთვის არ მუშაობს. 

ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ითქვა, რომ კომპანია მუშაობს საიდუმლო პორექტზე Project Titan. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია უკვე 2019 წლისთვის გეგმავდა საკუთარი ავტომობილის წარდგენას. ამ მიზნით Apple-მა დაიქირავა 600 ადამიანი, რომლებიც გადაიბირა კომპანიებიდან Tesla Motors, Fiat Chrysler, ასევე ელემენტების მწარმოებელი კომპანია A123 Systems-დან.  მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ ახალი დომეინების რეგისტრაცია უკავშირდებოდეს სისტემა CarPlay-ს, რომელიც დამუშავების სტადიაზეა და რომლითაც სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელია დაინტერესებული. ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ფონზე, კვლავ უცნობი რჩება, გამოჩნდება თუ არა ბაზარზე iCar..

წინა სტატია

ობამას ყალბი ომი ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ
11 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

Apple Music–ის მომხმარებელთა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება
12 იანვარი, 2016
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა