ირანული ბანკები SWIFT-ზე წვდომას იბრუნებენ

9 ირანულმა ბანკმა საერთაშორისო ანგარიშსწორების გლობალურ სისტემა SWIFT-თან წვდომა მიიღო. 2012 წელს დაახლოებით 30 ირანული ბანკი გაითიშა SWIFT-დან თეირანის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში. ახლა კი, როცა სანქციები იხსნება, ბანკებს ოპერაციების განახლების უფლება ეტაპობრივად ეძლევათ. "ბანკები დღეიდან SWIFT-ზე წვდომას იღებენ. ჩვენს ბანკებს დრო დასჭირდათ, რათა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოემზადებინათ და დღეს მათ მუშაობის განახლება შეუძლიათ", - განაცხადა ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა, მოჰსენ ჯალაპურმა.

თუმცა, ირანს მხოლოდ ის სანქციები ეხსნება, რომლებიც ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული, აშშ-ის მიერ ადრე დაწესებული ბევრი სხვა შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება. ამიტომ, სხვა ქვეყნების ბანკებისგან განსხვავებით, ამერიკულ ბანკებს კვლავ ეკრძალებათ ირანში საქმიანობა. ამასთან თეირანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და თურქეთის ბანკებში ადრე გაყინული $100 მილიარდის აქტივებზე დაიბრუნა წვდომა.

წინა სტატია

იანვარში 4.3 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა
02 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

ანიმაციური ფილმი “კუნგ-ფუ პანდა 3” ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია
02 თებერვალი, 2016
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა