ბოლო 3 წელიწადში რუსეთმა თავდაცვის ხარჯები 75%-ით გაზარდა

2015 წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯებმა 3.2 ტრილიონი რუბლი შეადგინდა, რაც 75%-ით მეტია 2012 წლის მონაცემზე. 2015 წელს თავდაცვის ხარჯმა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 10.9% შეადგინა. ხარჯების ყველაზე მსხვილი მუხლი არის სოციალური დაცვა და ჯანდაცვა, რომელზეც 14 ტრილიონ რუბლამდე იხარჯება. ხარჯების 13% მოდის ეკონომიკურ საქმიანობაზე.

რუსეთის კონსოლიდირებული ბიუჯეტის (ფედერალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ჯამი) შემოსავლების 22%-ს შეადგენს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავალი. 2015 წელს, აღნიშნული წყაროდან ბიუჯეტმა 5.9 ტრილიონი რუბლი მიიღო, რაც 591 მილიარდი რუბლით ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე.

ნავთობის ფასის შემცირებამ და ხარჯების ზრდამ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა გამოიწვია. 2015 წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 2.8 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს) მიაღწია.

ცხრილი - რუსეთის 2015 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტი (მილიარდ რუბლებში):

ბიუჯეტის მუხლები

2012

2013

2014

2015

წილი 2015 წლის შემოსავლებში

შემოსავლები

23 435

24 443

26 766

26 494

100%

ნავთობიდან და გაზიდან

6 453

6 534

7 434

5 863

22%

გადასახადებიდან

13 836

14 504

15 770

16 622

63%

სხვა

3 145

3 405

3 562

4 010

15%

 

 

 

 

 

წილი 2015 წლის ხარჯებში

ხარჯები

23 175

25 291

27 612

29 308

100.0%

საერთო სახელმწიფოებრივი საქმიანობა (ბიუროკრატია)

1 438

1 526

1 640

1 839

6.3%

თავდაცვა

1 814

2 106

2 481

3 183

10.9%

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

1 929

2 159

2 193

2 072

7.1%

ეკონომიკური საქმიანობა

3 317

3 329

4 613

3 846

13.1%

განათლება

2 558

2 889

3 037

3 035

10.4%

კულტურა, სპორტი, მასმედია

643

714

781

776

2.6%

ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

11 089

12 128

12 341

13 896

47.4%

სახელმწიფო ვალის მომსახურება

386

441

525

661

2.3%

დეფიციტი

260

-848

-846

-2 814

 

 

წინა სტატია

როგორ გავზარდოთ მილიარდერი
23 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

ფინანსთა სამინისტრომ 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
24 თებერვალი, 2016
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა