ლადო გურგენიძე 4Finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

ლადო გურგენიძე ევროპის უმსხვილესი ონლაინ მსესხებელთა კომპანიის 4Finance სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. გურგენიძე კომპანიის საბჭოს ზაფხულში შეუერთდა, საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კი მან ნიკ ჯორდანი შეცვალა.  

"სამეთვალყურეო საბჭოს მიზანია, რომ 4Finance საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. ამისთვის, საბჭო უზრუნველყოფს სწორ მხარდაჭერას და სტარტეგიულ ზედამხედველობას“, - განაცხადა ლადო გურგენიძემ. 

აქამდე  ლადო გურგენიძე საბჭოში მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით იყო დაკავებული.

4Finance 2008 წელს დაარსდა და მსოფლიოს 17 ქვეყანაში ოპერირებს. მათ შორის საქართველოშიც.  

შეგახსენებთ, რომ ლადო გურგენიძე ჯერჯერობით ინარჩუნებს სამეთვალყურეო საბჭის თავმჯდომარეს პოზიციას ლიბერთი ბანკში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ცვლილებები მოხდა აქციონერთა შემადგენლობაში. 

ლადო გურგენიძე 4Finance სამეთვალყურეო საბჭო ლიბერთი ბანკი

წინა სტატია

Over 8 months, GEL has strengthened against USD by 8,2%
06 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება
09 ოქტომბერი, 2017
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა