Telia ევრაზიის ბაზრის დატოვების სირთულეებს ასახელებს

ევრაზიის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება Telia-მ 2015 წელს მიიღო. ევრაზიის ბაზარზე კომპანია ოპერირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ნეპალში.

კომპანია საკუთარ კვარტლურ ანგარიშში განმარტავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ისტორიულად პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და მარეგულირებელი სიტუაცია ნაკლებად პროგნოზირებადი იყო, განვითარებულ ბაზრებთან შედარებით.

ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხად სახელდება ის ფაქტი, რომ პოტენციური მყიდველი ევრაზიის ბაზარზე ბევრი არაა, რადგან პროცესს ხელს უშლის მთავრობების მხრიდან პოტენციური ინტერვენციები, რეპუტაციასთან დაკავშირებული საკითხები და ის ფაქტი, რომ კომპანიის ოპერატორების ნაწილი Telia-ს სრულ მფლობელობაში არაა.

"პოლიტიკური სიტუაცია აღნიშნულ ბაზრებზე შესაძლოა გახდეს საკმაოდ არაპროგნოზირებადი, იმდენადაც, რომ Telia იძულებული გახდეს დატოვოს ქვეყანა ან კონკრეტული ოპერატორი რომელიმე ქვეყანაში. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ და არაპროგნოზირებად ცვლილებებს საგადასახადო ან სამოქალაქო კანონმდებლობაში. სავალუტო შეზღუდვებს ან ადმინისტრაციულ საკითხებს შეუძლიათ ხელი შეუშალოს კომპანიას მიიღოს დივიდენდი ან გაყიდოს საკუთარი ინვესტიცია. კიდევ ერთი რისკი უკავშირდება მოსალოდნელ შეზღუდვებს უცხოელების მხრიდან საკუთრების არსებობაზე ან სხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ შესაძლო ქმედებებს უცხოური მფლობელების მქონე სუბიექტების მიმართ. მსგავს უარყოფით მოვლენებს, მათ შორის ეკონომიკების და ვალუტების შესუსტებას შეასძლოა საკმაოდ ცუდი გავლენა ჰქონდეს Telia-ს ოპერირებაზე და შედეგებზე. აღნიშნული ბაზრები გამოირჩევა გაურკვევლობით და სირთულეებით, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გაყიდვის პროცესზე როგორც დროის ასევე მოსალოდნელი შედეგის მიღების კუთხით. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნეგატიურად მოქმედებს რუსულ რუბლზე და ქვეყნის ეკონომიკაზე, რამაც შესაძლოა ასევე გავლენა იქონიოს იმ ქვეყნებზე, რომლის ეკონომიკებიც რუსეთთანაა დაკავშირებული", - განმარტავენ კომპანიაში.

Telia აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ევრაზიის ბაზრიდან დეინვესტირების შესახებ მიღებულია და პროცესი დაწყებულია. ტაჯიკეთისა და ნეპალის ბაზარი კომპანიამ უკვე დატოვა.

Telia ევრაზიის ბაზარი დეინვესტირება

წინა სტატია

GHG Has Acquired International Brand
24 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

"საბჭოთა კავშირი და ხოშტარია"
24 ოქტომბერი, 2017
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართული სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი "პეის ტერმინალის" პროექტს ფოთში
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 10, 2019
"ლოპოტამ" საპარტნიორო ფონდისგან აქციები 5.9 მლნ დოლარად გამოისყიდა
ახალი ამბები ქართულად | სექ, 30, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა