რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2018 წელს შევა

2018 წლიდან ძალაში შედის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება და რეფორმა. მათ შორის, 1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა. 

შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდება. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განსაზღვრება შემდეგნაირად: 

• დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%; თვითდასაქმებულები შეიტანენ თავისი ხელფასის 4%-ს 

• სახელმწიფო როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს 

• 2%-ის დარიცხვა დამსაქმებლებს მოუწევთ. 

ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი. 

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ძალაში პირველი აინვრიდან შევიდა. ცვლილება გულისხმობს 5 000 ლარის ფარგლებში ყველა საბანკო დეპოზიტის დაზღვევას.  კომერციულმა ბანკმა ფონდში ერთჯერადი 100-ათას ლარიანი შენატანი უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ ბანკი ვალდებულია ყოველთვიური შენატანები განახორციელოს. დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ბანკს მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან ჯარიმა დააკისროს.  რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს:

1. შესაბამის კომერციულ ბანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; 

2. შესაბამის კომერციულ ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. 

1-ლი იანვრიდან, გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ აქვს 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას. 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ აქვთ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.  2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში. 

2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდა. ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე, 2018 წლის იანვრიდან, მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.

რეფორმები საკანონმდებლო ცვლილებები ტექდათვალიერება საპენსიო რეფორმა

წინა სტატია

რომელი ვალუტების მიმართ გაუფასურდა ლარის ყველაზე მეტად წლის განმავლობაში
29 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

ბენჩმარკ ბონდების რეგულარული ემისია იწყება
03 იანვარი, 2018
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა