საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, თებერვალში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 74,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,6 ათასი ტონით მეტია იანვრის, 2,4 ათასი ტონით კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

მათ შორის, 2018 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 34,1 ათასი ტონა. 

ქვეყნების მიხედვით თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 26,5  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,5%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 17,3 ათასი ტონა (23,1%),  თურქმენეთი - 13,9 ათასი ტონა (18,6%); აზერბაიჯანი - 8,9 ათასი ტონა (11,9%), ბულგარეთი - 5,2 ათასი ტონა (7,0%);  საბერძნეთი - 2,9 ათასი ტონა (3,9%).

საწვავი საწვავის იმპორტი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

წინა სტატია

"ობამას ეფექტი" - Netflix-ის ხელმძღვანელი ერთ კვირაში $400 მილიონით გამდიდრდა
12 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

თებერვალში სახელმწიფო ვალი 97 მილიონი ლარით შემცირდა
12 მარტი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა