დიდი საჭეთმპყრობელი

დიდი საჭეთმპყრობელი

კანონთან წარმოქმნილ პატარა პრობლემას ერნი გარსიასთვის ხელი არ შეუშლია, ნახმარი მანქანების იმპერიაზე გაზს მისწოლოდა. 

ბევრი წლის მანძილზე, 60 წლის ერნესტ “ერნი” გარსია II საჯარო ყურადღებას თავს არიდებდა. მაგრამ გასულ აპრილს ის ბიზნესის ერთ-ერთ უდიდეს საფეხურზე ავიდა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ზარის ჩამოკვრა გვაქვს მხედველობაში. Carvana, რომელიც ნახმარი ავტომობილების ყიდვის, გაყიდვისა და დაფინანსების პოპულარულ ონლაინბაზრობას ქმნის, საჯარო ბაზარზე გადიოდა, ხოლო მის ყველაზე დიდ მეწილეს, გარსიას, ამ მომენტის ჯეროვნად აღნიშვნა სურდა. 

თითქმის 30 წლის წინ გარსია სულ სხვაგვარ ამბებში იყო გახვეული. იმხანად უძრავი ქონების დეველოპერმა სისხლის სამართლის დანაშაული აღიარა, კერძოდ კი ჩარლზ კიტინგის Lincoln Savings & Loan-ის სკანდალთან დაკავშირებული თაღლითობა, და, შედეგად, სამწლიანი პრობაციის პერიოდი გამოიარა (გარსიას უძრავი ქონების შესყიდვის რთული საქმე გაეჩარხა, რასაც Lincoln-ის მშობლისთვის საშუალება მიეცა, ბანკიდან არაკეთილსინდისიერად აეღო ფული). 1991-ში გარსიამ მანქანების გაქირავების ქსელი, Ugly Duckling-ი, $1 მილიონად იყიდა. ქსელის სწორ რელსებზე გადაყვანა ვერ მოახერხა და სხვა სტრატეგიას მიმართა: Ugly Duckling-ი DriveTime-ად აქცია – ნახმარი მანქანების გამყიდველად და დამფინანსებლად, რომელსაც გარსიამ, რამდენიმე სუბსტანდარტული საკრედიტო კრიზისის მიუხედავად, სიცოცხლე შეუნარჩუნა. Carvana სწორედ DriveTime-ის ფარგლებში დაიბადა, ოთხი წლის წინ კი მას გამოეყო. ჯამში, გარსიას წილები ამ ორ ფირმაში $2 მილიარდს აჭარბებს.

გარსია ცდილობს, მისმა სკანდალურმა წარსულმა Carvana-სგან დამოუკიდებლად იარსებობს… გარკვეულწილად მაინც.  თავად არც Carvana-ს აღმასრულებელი ყოფილა ოდესმე და არც დირექტორი, კომპანიას დღეს სათავეში მისი ვაჟი, ერნესტ III უდგას, ხოლო მამა-შვილი ფენიქსში, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *