BOG ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველოს ბანკი ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სრულიად ახალ სერვისს ნერგავს. ბიზნესის დაწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, საქართველოს ბანკი ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) რეგისტრაციის განაცხადის მიღებას ბანკის სერვისცენტრებში განახორციელებს. 18 ივნისიდან განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება რამდენიმე სერვისცენტრში (ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს 2444444), ხოლო 1 ივლისიდან განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ყველა ფიზიკური პირი, ვისაც სურს დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადის შევსებას შეძლებს საქართველოს ბანკის სერვისცენტრში (ექსპრეს ბანკის ფილიალების გარდა).  

რეგისტრაციის პროცედურა არის მარტივი, მომხმარებელი  დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, ბანკში ერთი მისვლით შეძლებს, დააფიქსიროს განაცხადი, როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების ისე საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ. აგრეთვე, შპს-ს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მომხმარებელს  შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ გახსნას საბანკო ანგარიში  და პირველი 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს  SMS ბანკით და ინტერნეტბანკით. დამატებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს უნიკალური ბარათი Cash Card-ი, რომელიც სპეციალურად ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა.  

აღსანიშნავია, რომ სტანდარტული რეგისტრაციის საფასურს არ გადაიხდის პირველი 1000 დარეგისტრირებული ინდ. მეწარმე. რეგისტრაციის საფასურს საქართველოს ბანკი დაფარავს. მომხმარებელს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მხოლოდ დაჩქარებული რეგისტრაციის შემთხვევაში მოუწევს, რეგისტრაციის საფასური იდენტურია საჯარო რეესტრში არსებული საფასურისა. 

"მოხარული ვართ გაცნობოთ ეს სიახლე, რომელიც ვფიქრობთ, არსებითად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებას. საქართველოს ბანკი  ცდილობს მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, რაც ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით დღევანდელი სიახლე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბანკი მუდმივად მუშაობს ბიზნესის ხელშეწყობის სამომავლო ინიციატივებზე, რათა კიდევ უფრო გავუმარტივოთ პროცესები ჩვენს მომხმარებელს. შევქმნათ მათზე მორგებული პირობები,  დავუზოგოთ დრო და ხელი შევუწყოთ ბიზნესის როგორც საწყის, ასევე განვითარების ეტაპზე",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

ჩვენ გირჩევთ

სექტორული ალიანსი

საქართველოს TOP ინვესტორი კომპანიები

სექტორული ალიანსი

სექტორული ალიანსი

საქართველოს ბანკი ბიზნესის დაწყება Cash Card

წინა სტატია

TOP инвестиционные компании Грузии
11 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

საკვები, ჯანდაცვა, განათლება - რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას
12 ივნისი, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა