ევროპის ქვეყნები, სადაც ქართველები ყველაზე ხშირად მოგზაურობენ

შენგენის ქვეყნებს შორის, ქართველებისთვის სამოგზაუროდ ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა გერმანიაა.

აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან გერმანიაში 21 295 პირი გაემგზავრა. მეორე ადგილზეა იტალია, სადაც 3 თვის განმავლობაში, 16 742 ქართველი გაემგზავრა, მესამე ადგილზე კი საბერძნეთია - 13 365 მოგზაურით.  

ყველაზე მეტ ქართველს საზღვრის გადაკვეთაზე უარი იტალიამ უთხრა. კერძოდ, 3 თვეში იტალიაში შესვლაზე 101 ქართველს ეთქვა უარი. თუმცა პროცენტულად ყველაზე ხშირად უარს ქართველებს კვიპროსსა და რუმინეთში ეუბნებიან. საანგარიშო პერიოდში, რუმინეთში საქართველოდან 1 564 პირი გაემგზავრა, უარი საზღვრის კვეთაზე კი 32-ს უთხრეს, - ანუ გამოდის, რომ ყოველი 49 პირიდან ერთს რუმინეთის მთავრობა საზღვარზე შესვლისას უარს ეუბნება. კვიპროსის შემთხვევაში, გამგზავრებული პირების რაოდენობა 2751-ს შეადგენს, მათგან უარი კი 54-ს უთხრეს, ანუ ყოველ 51-ს.

ამასთან, შენგენის ზონაში 10 ქვეყანაა, რომელსაც ქართველი მოგზაურებიდან 3 თვის განმავლობაში, უარი საზღვრის კვეთაზე არცერთისთვის უთქვამს: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ისლანდია, ფინეთი, მალტა, სლოვენია და სლოვაკეთი. იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ქართველებისთვის შესვლაზე უარი არ უთქვამთ, ყველაზე მეტი მოგზაური ავსტრიას ეწვია - 3 149 და არცერთი უარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტო-ოქტომბერში, საქართველოდან ყველაზე ნაკლები პირი ისლანდიაში გაემგზავრა - 16, მათგან უარი არცერთს ეთქვა.

აგვისტო-სექტემბერში ქართველების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრებისა და უარის თქმის სტატისტიკა შემდეგია: 

გერმანია: გაემგზავრა 21 295 პირი; უარი ეთქვა 50 პირს.

იტალია: გაემგზავრა 16 742 პირი; უარი ეთქვა 101-ს.

საბერძნეთი: გაემგზავრა 13 365 პირი; უარი ეთქვა 32-ს.

ესპანეთი: გაემგზავრა 10 434 პირი; უარი ეთქვა 26-ს.

საფრანგეთი: გაემგზავრა 9 080 პირი; უარი ეთქვა 35-ს.

პოლონეთი: გაემგზავრა 7 655 პირი; უარი ეთქვა 47-ს.

უნგრეთი: გაემგზავრა 3 810 პირი; უარი ეთქვა 24-ს.

ჩეხეთი: გაემგზავრა 3 730 პირი; უარი ეთქვა 3-ს.

ავსტრია: გაემგზავრა 3 149 პირი; უარი არცერთ პირს ეთქვა.

კვიპროსი: გაემგზავრა 2 751 პირი; უარი ეთქვა 54-ს.

ნიდერლანდები: გაემგზავრა 1 992 პირი; უარი ეთქვა 2-ს.

ლიეტუვა: გაემგზავრა 1 789 პირი; უარი ეთქვა 11-ს.

ლატვია: გაემგზავრა 1 720 პირი; უარი ეთქვა - 21-ს.

რუმინეთი: გაემგზავრა 1 564 პირი; უარი ეთქვა 32-ს.

ბელგია: გაემგზავრა 1 516 პირი; უარი ეთქვა 3-ს.

შვეიცარია: გაემგზავრა 1 057 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

შვედეთი: გაემგზავრა 696 პირი; უარი ეთქვა 3-ს.

პორტუგალია: გაემგზავრა 560 პირი; უარი ეთქვა 1-ს.

დანია: გაემგზავრა 386 პირი; უარი ეთქვა 1-ს.

ესტონეთი: გაემგზავრა 358 პირი; უარი ეთქვა 1-ს.

ბულგარეთი: გაემგზავრა 344 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

მალტა: გაემგზავრა 285 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ხორვატია: გაემგზავრა 184 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ფინეთი: გაემგზავრა 179 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ნორვეგია: გაემგზავრა 162 პირი; უარი ეთქვა 1-ს.

სლოვაკეთი: გაემგზავრა 153 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ლუქსემბურგი: გაემგზავრა 81 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

სლოვენია: გაემგზავრა 60 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ისლანდია: გაემგზავრა 16 პირი; უარი არცერთს ეთქვა.

ჩვენ გირჩევთ

სწრაფად მზარდი ეკონომიკების ათეული

რამდენად ფასობს საქართველოს ნაკრები?

სწრაფად მზარდი ეკონომიკების ათეული

სწრაფად მზარდი ეკონომიკების ათეული

წინა სტატია

საქართველოში მალე ICC-ის საარბიტრაჟო სასამართლო ამოქმედდება
12 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 17.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
12 ნოემბერი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა