საქართველოს რკინიგზის მოგება ხუთჯერ შემცირდა

სახელმწიფო კომპანიის, საქართველოს რკინიგზის მოგება, წლის პირველ 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1-ჯერ შემცირდა და 18.2 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 93.7 მლნ ლარისა.  რკინიგზის არააუდირებული მონაცემების მიხედვით, გაზრდილია კომპანიის შემოსავლები და მან 314.2 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად გასული წლის  303.2 მლნ ლარისა. 

რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ტვირთების გადაზიდვაზე მოდის, ამ გზით რკინიგზამ იანვარ-სექტემბერში 214 .4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი 19.2  მლნ ლარით შემცირდა. 52.9  მლნ ლარამდე გაიზარდა ლოგისტიკური სერვისებით მიღებული შემოსავალი, სამგზავრო მომსახურებით მიღებულმა შემოსავალმა კი 22 მლნ ლარი შეადგინა. ვაგონების გაქირავებით რკინიგზამ წლის პირველ სამ კვარტალში 18.5 მლნ ლარისშემოსავალი მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ გასული წელის 354 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, რისი მიზეზიც თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გახდა. პროექტის ღირებულება 390 მლნ ლარამდე იყო, რომელიც გასული წლის რკინიგზის ფინანსურ მონაცემებშიც აისახა. 

მიმდინარე თვეს, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე შეცვალა, B+ დონეზე. 

საქართველოს რკინიგზა 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა. საშუალოვადიან პერიოდში Fitch საქართველოს რკინიგზის მფლობელის ცვლილებას არ ელოდება, თუმცა წერს, რომ მთავრობას კომპანიის 25%-ის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი. 

ამასთან, სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ ევრკავშირის დირექტივები ტრანსპორტის სფეროზეც გაავრცელოს, რომელიც ასევე შეეხება საქართველოს რკინიგზას. კერძოდ, 2022 წლისთვის უნდა მოხდეს ინფრასტრუქურის განცალკევება, რაც ასევე მოახდენს გავლენას GR-ის ბიზნესზე და მის მონოპოლიურ მდგომარეობაზე. 

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) გასულ კვირას ივაჭრებოდა 105.9 ფასად (-0.1% წინა კვირასთან შედარებით), 5.9%-იანი შემოსავლიანობით. 

• 2012 - 469.8 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 350 მლნ ლარი 

• 2013 - 481.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 364 მლნ ლარი 

• 2014 – 511.5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 382.7 მლნ ლარი 

• 2015 – 574.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 440 მლნ ლარი 

• 2016 - 439,9 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 292,6 მლნ ლარი 

• 2017 - 434,5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 312,9 მლნ ლარი.

ჩვენ გირჩევთ

როგორ შეიცვალა საწვავის ფასი, ბოლო 3 თვეში, საქართველოსა და მსოფლიოში

"ლექსუსის ახალი სუნთქვა

როგორ შეიცვალა საწვავის ფასი, ბოლო 3 თვეში, საქართველოსა და მსოფლიოში

როგორ შეიცვალა საწვავის ფასი, ბოლო 3 თვეში, საქართველოსა და მსოფლიოში

წინა სტატია

Son 3 ay boyunca Gürcistan ile dünyada petrol fiyatı nasıl değişti
26 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ოქტომბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 155 მილიონით შემცირდა
26 ნოემბერი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა