TBC უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

TBC უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. ბანკის ფინანსური დირექტორის გიორგი შაგიძის განცხადებით, უზბეკეთში ამ ეტაპზე მიმდინარე რეფორმები, საქართველოში განხორციელებულის მსგავსია, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ TBC-იმ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს უზბეკეთს. 

"ჩვენ შეგვიძლია უზბეკეთის საბანკო სისტემის კატალიზატორი გავხდეთ", - ამბობს შაგიძე Economy-სთან საუბრისას. 

TBC უზბეკეთის ბაზარზე შესვლას თავდაპირველად პროდუქტით Space გეგმავს, რომელიც ციფრულ ბანკს წარმოადგენს. აღნიშნული პროდუქტი საქართველოში ბანკმა გასული წლის ზაფხულში წარადგინა, თუმცა შაგიძის განცხადებით, უზბეკეთისთვის შეთავაზებული პროდუქტი ქართულისგან განსხვავებული იქნება. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, TBC-იმ აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოვების შესახებ განაცხადა და ადგილობრივ Nikoil Bank-ის 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. უახლოეს 3 წელიწადში კი თიბისი Nikoil ბანკში საკუთარი წილის გაზრდას გეგმავს 50%-ს +1%-ის პრინციპით, რათა აქციების უმრავლესობის მფლობელი გახდეს.

ჩვენ გირჩევთ

რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

როცა ბალანსი დაცულია

რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

წინა სტატია

თანასწორობის სარგებელი
08 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გეგმაზე 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა
08 იანვარი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა