12 კაპიტალური პროექტი, რომელზეც 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა

კაპიტალური პროექტების დაფინანსებისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 1.9 მლრდ ლარი. 64 კაპიტალური პროექტიდან გამოყოფილი თანხების 80%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი აქვს 22 პროექტს, ხოლო 12 პროექტზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა.

კერძოდ, აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, აღნიშნული პროექტებია: 

ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა 

წლიური გეგმა: 11 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0% 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა 

წლიური გეგმა: 10 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0% 

მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა 

წლიური გეგმა: 5 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0% 

ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია 

წლიური გეგმა: 12 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0% 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა 

წლიური გეგმა: 53 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0% 

მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა

წლიური გეგმა: 10 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0% 

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა

წლიური გეგმა: 25 მლნ ლარი

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0% 

საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი 

წლიური გეგმა: 1 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0%

ქობულეთის წყალარინების პროექტი 

წლიური გეგმა: 3 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0%

თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი 

წლიური გეგმა: 10,2 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0% 

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი 

წლიური გეგმა: 4 მლნ ლარი 

12 თვის ფაქტობრივი შესრულება: 0% 

თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა 

წლიური გეგმა: 25 მლნ ლარი 

12 თვის შესრულება: 35,747 ლარი - 0% 

12 თვის გეგმის მხოლოდ 1% დაიხარჯა ქუთაისის წყალინარების პროექტზე, რომლის გეგმა 3 მილიონ ლარს, შესრულება კი მხოლოდ 41,390 ლარს შეადგენს. 

აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოში პროექტების პირველადი შერჩევის არაფორმალურ და არასტანდარტიზებულ პრაქტიკას აქვს ადგილი. კერძოდ, არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე და ასევე, განმახორციელებელ უწყებებს არ გააჩნიათ პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს შერჩევის კრიტერიუმებისა და აღნიშნული პროცესის ცხადად განსაზღვრას. 

ასევე, საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული კაპიტალური პროექტებისათვის არ ხორციელდება პროექტების წინასწარი შეფასება, რომლის მიზანია პროექტის განხორციელების  რამდენიმე ალტერნატივიდან საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.

ჩვენ გირჩევთ

2018 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 0.4 მლნ ტონით შემცირდა

იანვარში სახელმწიფო ვალი 76 მილიონი ლარით შემცირდა

2018 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 0.4 მლნ ტონით შემცირდა

2018 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 0.4 მლნ ტონით შემცირდა

წინა სტატია

2018 ‘de, Gürcistan’ın taşımacılık sektöründeki taşınmış mal oranı 0.4 milyon ton azaldı
12 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

დასაქმებული მოსახლეობის საშუალო ანაზღაურება საქართველოში
13 თებერვალი, 2019
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა