დასაქმებული მოსახლეობის საშუალო ანაზღაურება საქართველოში

დასაქმებული მოსახლეობის საშუალო ანაზღაურება საქართველოში

ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის შემოსავალი კი – 8 333 ლარზე მეტია.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წელს, სულ 1 222 153 ფიზიკური პირის შემოსავალი დეკლარირდა. PMC კვლევის მიხედვით, ფიზიკური პირების 46%-ის (565 950 ადამიანი) ყოველთვიურმა შემოსავალმა საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის (9 826 ადამიანი) შემოსავალმა კი – 8 333 ლარზე მეტი შეადგინა. 2017 წელს, თვეში საშუალოდ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ფიზიკურ პირთა 74%-ს (914 227 ადამიანი), 1000 ლარზე მეტი კი 26%-ს (307 926 ადამიანი) დაუფიქსირდა. 

საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდის მიუხედავად, მკვეთრი სხვაობაა ხელფასებს შორის ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით. 2017 წელს, სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი იყო: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (2008 ლარი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (1595) და მშენებლობა (1466 ლარი). ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი შემდეგ სექტორებში დაფიქსირდა: განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (672 ლარი), სოფლის მეურნეობა (643 ლარი) და განათლება (577 ლარი). აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში, დასაქმებული მოსახლეობის 2% მუშაობდა, მაშინ როცა ორ ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორში დასაქმებულთა 52% იყო კონცენტრირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *