Minecraft–ის მილიარდერმა ბევერლიჰილზის სპეცრეზიდენციაში $70 მილიონი გადაიხადა

მარკუს პერსონმა ვიდეოთამაშების საკუთარი კომპანია, Mojang-ი გაყიდა. გასულ სექტემბერს Microsoft-მა ამ კომპანიაში $2,5 მილიარდი გადაიხადა. ამხელა ფასი Minecraft-ის განუზომელმა პოპულარობამ განაპირობა. Minecraft-ი Mojang-ის ერთ-ერთი სათავგადასავლო ონლაინთამაშია, რომლის უზარმაზარი ვირტუალური სამყაროც თავად მომხმარებლების მიერ, პიქსელური სამშენებლო ბლოკებითაა აშენებული.

პერსონი 35 წლის შვედია, რომლის ზედმეტსახელი „ნოჩ“ მთელი მსოფლიოს გეიმერებისთვისაა ცნობილი. დეკემბერში მან თავისი ნადავლის მსუყე მარცვალი ახალ ნიადაგს მიაბარა: 7 ათას კვადრატულმეტრიანი რეზიდენციის სპეცპროექტი აღჭურვილია 8 საძინებლით, 15 სააბაზანო ოთახით, რობერტო კავალის დეკორაციებითა და საავტომობილო შოურუმით (ზევით, შემაძრწუნებელი სიზუსტით, ნაჩვენებია, თუ როგორი იქნებოდა რეზიდენცია თავად პერსონის ვიდეოთამაშში).

ხსენებული რეზიდენცია ბევერლი-ჰილზის სახლებს შორის უძვირესია. აუქციონში მონაწილეთა შორის იყვნენ ჯეი-ზი და ბიონსე. მათაც $70-მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა პერსონის განაცხადი უფრო „გემრიელად“ გამოიყურებოდა, ვინაიდან იგი ნაღდ ანგარიშსწორებაზეც თანახმა იყო. განსაკუთრებულად ძვირად ღირებული ქონების პროფილით მომუშავე საბროკერო კომპანიამ, John Aaroe Group-მა, რომელიც მოლაპარაკების შუალედური რგოლი გახლდათ, მოგვიანებით განაცხადა: „Dom Perignon-ის ყუთები შეთანხმების ნაწილი იყო“. ჯეი-ზიმ ახლახან შეიძინა შამპანურის ბრენდი Armand de Brignac-ი, თუმცა, ეტყობა, ამ პატარა დეტალმა მას შუშხუნა ღვინის ნაცვლად ცივი ჩაის დალევისკენ უბიძგა.

წინა სტატია

სამართლის პოლიტიზაცია საქართველოში: მზარდი საფრთხე?
19 მარტი, 2015

შემდეგი სტატია

2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
20 მარტი, 2015
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა