2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა

2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი პროცენტით (13.5%) სამშენებლო სექტორის წარმოება გაიზარდა, მეორე ადგილზე საფინანსო საქმიანობაა 10%-ით. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა, რომლის განვითარების მიზნით მთავრობის მხრიდან მნიშნველოვანი რესურსი იხარჯება, მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად (-4.9%-ით) შემცირდა შინამეურნეობების საქმიანობა საკუთარი მოხმარების მიზნით. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება შემცირდა 2.8%-ით.

2014 წელს ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 2.2%-ით გაიზარდა და 3680 დოლარი შეადგინა. ფასების დონე (მშპ-ის დეფლატორი) კი 3.8%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *