სომხური დრამი მყარდება; ლარი და ლირა რეგიონის ვალუტებს შორის ყველაზე მეტად უფასურდება

ივნისში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, სომხური დრამის გარდა, გაუფასურების ტენდენციას ავლენს, თუმცა განსხვავებული მასშტაბით. კერძოდ, საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა თურქული ლირა (20.2%-ით), შედარებით ნაკლებად - რუსული რუბლი (2.2%-ით) და აზერბაიჯანული მანათი (0.3%-ით), სომხური დრამი კი მცირედით (0.8%-ით) გამყარდა. ამავე პერიოდში ლარის კურსი დოლარის მიმართ 11%–ით გაუფასურდა.

გარდა იმისა, რომ თურქული ლირა ყველაზე მეტად უფასურდება, ქვეყანაში რეგიონს შორის ყველაზე მაღალი ინფლაციის დონეც ფიქსირდება – 15%. ქვეყანაში წლის დასაწყისიდან რეცესია ფიქსირდება.

რაც შეეხება სომხეთს, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მხოლოდ მაისში სომხეთში ეკონომიკა 7.3%–ით გაიზარდა.

რეგიონის ვალუტებს შორის, 2014-2018 წლების პერიოდშიც, დოლარის მიმართ ყველაზე "ძლიერი" სომხური დრამი აღმოჩნდა, რომელიც ჯამში 16%-ით გაუფასურდა.

კერძოდ, 2014 წლის 30 აგვისტოდან 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში რეგიონის ვალუტები დოლარის მიმართ შემდეგნაირად გაუფასურდნენ:

სომხური დრამი - 16.4%

მოლდოვური ლეი - 18.7%

ქართული ლარი - 34.7%

რუსული რუბლი - 45.3%

ბელარუსული რუბლი - 52%

ყაზახური ტენგე - 52.1%

აზერბაიჯანული მანათი - 53.9%

უკრაინული გრინვა - 55.5%

თურქული ლირა - 59.2%

რაც შეეხება ლარის კურსს, ლარმა დოლარის მიმართ მკვეთრი გაუფასურება მაისის დასაწყისიდან დაიწყო. 2019 წლის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 67 თეთრი იყო. წლის პირველ სამ თვეში, ლარი დოლარის მიმართ 2 თეთრით გაუფასურდა და მარტის ბოლოს მისი ღირებულება 2.69 ლარი გახდა. აპრილში ლარის მერყეობა არ შეინიშნებოდა და კურსი 2 ლარსა და 70 თეთრს შორის შენარჩუნდა. თუკი მაისის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 70 თეთრი იყო მაისის ბოლომდე ლარი 10 თეთრით გაუფასურდა. ერთ თვეში ეროვნულმა ვალუტამ საკუთარი ღირებულების 3.7% დაკარგა და მაისის ბოლოს ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 80 თეთრი გახდა. გაუფასურების დინამიკა შენარჩუნდა ივნისშიც. თვე ლარმა მცირედი გამყარებით დაიწყო და 20 ივნისს მისი კურსი მაისის ბოლოსთან შედარებით 2 თეთრით გამყარებული - 2.78 ლარი იყო. ლარის შემდგომი გაუფასურება კი 25 ივნისიდან დაიწყო. ივნისის ბოლოს დოლარის ღირებულებამ 2 ლარს და 86 თეთრს მიაღწია. გამოდის რომ ივნისში ლარი 6 თეთრით გაუფასურდა. მაისთან შედარებით მისი ღირებულება 2.1%-ით შემცირდა - ნაკლებად ვიდრე ეს მაისში მოხდა. რაც შეეხება ივლისის თვეს, თვის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 11 თეთრით გაუფასურდა.

ჩვენ გირჩევთ

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო

წინა სტატია

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო
29 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Georgia (The Country) Is On Everyone’s Mind Thanks To This Viral Facebook Group
29 ივლისი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა