IMF-ს კვლავ ქალი უხელმძღვანელებს - კრისტალინა გეორგიევა ერთადერთი კანდიდატია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, სავარაუდოდ, უკვე მეორედ ქალი გახდება. ბულგარეთის მოქალაქე კრისტალინა გეორგიევა ერთადერთი კანდიდატია. ოფიციალური ინფორმაცია სავალუტო ფონდმა საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა. გეორგიევა ამჟამად მსოფლიო ბანკის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის თანამდებობას იკავებს. საბოლოო გადაწყვეტილებას სსფ–ს საბჭო 4 ოქტომბრამდე მიიღებს.

აქამდე სავალუტო ფონდს კრისტინ ლაგარდი ხელმძღვანელობდა. ის საქმიანობას ევროპის ცენტრალურ ბანკში გააგრძელებს.

გეორგიევა მსოფლიო ბანკში 1993 წლიდან მუშაობს. მას IMF-ის ხელმძღვანელობა რთულ პერიოდში მოუწევს. ფონდის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკური ზრდა ნელდება. კერძოდ, კი მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა სსფ–ს პროგნოზით 3.2%–ით გაიზრდება. შედარებისთვის 2018 წელს ზრდა 3.6% იყო, 2017 წელს კი 3.8%.

66 წლის გეორგიევას კიდევ ერთი გამოწვევა იქნება ე.წ. სავაჭრო ომი. ბოლო წლებში მის წინამორბედ კრისტინ ლაგარდს აქტიურად მოუწია მუშაობა როგორც აშშ–ს, ასევე ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და როგორც ჩანს მსგავსი დღის წესრიგი ექნება კრისტალინა გეორგიევასაც.

კიდევ ერთ გამოწვევად რჩება ფონდის დაფინანსებების სწორად განკარგვა. კერძოდ, უკრაინა და პაკისტანი კვლავ იმ ქვეყნებად რჩებიან, რომლებიც სავალუტო ფონდისგან მსხვილ დაფინანსებას იღებენ, თუმცა კვლავაც ვერ აღწევენ ფინანსურ და ფისკალურ სტაბილურობას.

ჩვენ გირჩევთ

10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ყველაზე დიდი წილი უჭირავს

ლეგალიზებული კანაფი

10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ყველაზე დიდი წილი უჭირავს

10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ყველაზე დიდი წილი უჭირავს

წინა სტატია

ქალების ანაზღაურება კაცებისას 500 ლარით ჩამოუვარდება - სახელფასო სხვაობის გამომწვევი მიზეზები
10 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს რკინიგზამ, ლარის გაუფასურების გამო, 6 თვეში 85.6 მლნ იზარალა
10 სექტემბერი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა