ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 103.2%-ით, გადასახდელების 6 თვის გეგმა კი 98.6%-ით შესრულდა. გადასახდელების შემადგენელი მუხლებიდან შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით კაპიტალური ხარჯების და საქონლის და მომსახურების შესყიდვის გეგმა შესრულდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, მხარჯავი დაწესებულებებიდან 6 თვის გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დახარჯა - გეგმის 67.5%, მათ შორის საქონლის და მომსახურების შესყიდვის გეგმა 65%-ით შეასრულა.

მაღალბიუჯეტიანი მხარჯავი დაწესებულებიდან მნიშვნელოვანია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს გამოყოფა, რომლებმაც გეგმის 82% და 92% დახარჯეს, შესაბამისად. ეკონომიკის სამინისტროში განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართულებით გამოყოფილი თანხის ათვისება მიმდინარეობს გეგმასთან ჩამორჩენით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეპროგრამაზე - სარეინტეგრაციო დახმარება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის, 6 თვეში 195 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა. 6.5%-ით შესრულდა ამავე სამინისტროს კიდევ ერთი ქვეპროგრამა - დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება. აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებების პროგრამა 15%-ით შესრულდა, გამოყოფილი იყო 2.1 მლნ ლარი და დაიხარჯა 323 ათასი ლარი.

6 თვის გეგმით საინვესტიციო პროექტებზე 447 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, ფაქტობრივად კი 17 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, გეგმა 96%-ით შესრულდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინვესტიციო პროექტზე - ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, 6 თვეში 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა. 3%-ით შესრულდა ეკონომიკის სამინისტროს პროექტი - ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია. მაღალბიუჯეტიანი პროექტებიდან მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროს პროექტის - საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერების გეგმის 25%-ით შესრულება, გეგმაზე 25 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს რკინიგზამ, ლარის გაუფასურების გამო, 6 თვეში 85.6 მლნ იზარალა

ქალების ანაზღაურება კაცებისას 500 ლარით ჩამოუვარდება - სახელფასო სხვაობის გამომწვევი მიზეზები

საქართველოს რკინიგზამ, ლარის გაუფასურების გამო, 6 თვეში 85.6 მლნ იზარალა

საქართველოს რკინიგზამ, ლარის გაუფასურების გამო, 6 თვეში 85.6 მლნ იზარალა

წინა სტატია

სადაზღვევო კომპანიების მოგება იზრდება - ყველაზე მსხვილი კომპანიები ქართულ ბაზარზე
11 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

"რადიოქალაქის" პროექტს თემურ უგულავას კომპანია განახორციელებს
11 სექტემბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა