KFW საქართველოს ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის 8.4 მლნ ევროს გამოყოფს

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.

ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში გრანტის გამოყოფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ენერგეტიკის სექტორში ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის (ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ძირითადი დირექტივების, ენერგოეფექტურობის დირექტივის 2012/27/EU და შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების დირექტივის 2010/31/EU დებულებების იმპლემენტაცია), განახლებადი ენერგიების საკანონმდებლო ბაზის დანერგვასა და ბაზრის რეფორმის განხორციელებაში.

KfW-სთან ხელმოწერილი ტექნიკური დახმარების პროექტი წარმოადგენს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრადაჭერით მიმდინარე "საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის - (GESR)” ოთხწლიანი პროგრამის დამატებით ინსტრუმენტს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტექნიკური დახმარების პროექტი უზრუნველყოფს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობის სტანდარტების განსაზღვრას, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბებას, შესაძლებლობათა გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დანერგვის პარალელურად.

ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელებაში ეკონომიკის სამინისტროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) დაეხმარება.

ჩვენ გირჩევთ

ბანკები და რეკლამა - რომელი კომერციული ბანკები იყენებენ ყველაზე მეტ სარეკლამო დროს

$365 თითო ტურისტისგან – ტურიზმიდან შემოსავლები მცირდება

ბანკები და რეკლამა - რომელი კომერციული ბანკები იყენებენ ყველაზე მეტ სარეკლამო დროს

ბანკები და რეკლამა - რომელი კომერციული ბანკები იყენებენ ყველაზე მეტ სარეკლამო დროს

წინა სტატია

ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ენგურჰესის რეაბილიტაცია ჭიანურდება
24 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

TBC მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ელის
24 სექტემბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა