საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდა

წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 127.6 მლნ აშშ დოლარი (349.4 მლნ ლარი) შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 62.6 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 8.2 პროცენტიდან 3.2 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2019 წლის მეორე კვარტალში წლიურად 13.7 პროცენტით შემცირდა და 879.7 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 7.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით შემცირდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), მეორე კვარტალში, ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 6.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 8.4 პროცენტით გაიზარდა და მეორე კვარტალში 877.6 მლნ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 3.2 პროცენტით შემცირდა და 2019 წლის მეორე კვარტალში 373.3 მლნ აშშ დოლარს (1.0 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში სამთავრობო ტრანსფერები შემცირდა, ხოლო კერძო სექტორის - უმნიშვნელოდ გაიზარდა. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 128.7 მლნ აშშ დოლარი (352.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.2 პროცენტია.

ჩვენ გირჩევთ

აგვისტოში ლარში გაცემული სესხები 323 მლნ ლარით გაიზარდა

საუკეთესო ფინანსური ანგარიშგების მქონე კომპანიები გამოვლინდება

აგვისტოში ლარში გაცემული სესხები 323 მლნ ლარით გაიზარდა

აგვისტოში ლარში გაცემული სესხები 323 მლნ ლარით გაიზარდა

წინა სტატია

ISET წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის 7.1%–იან ზრდას პროგნოზირებს
27 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

"ლოპოტამ" საპარტნიორო ფონდისგან აქციები 5.9 მლნ დოლარად გამოისყიდა
30 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა