ჩინეთის ეკონომიკის მაჩვენებლები

ჩინეთის ეკონომიკის მაჩვენებლები

ჩინეთის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებს თუ დავუჯერებთ, მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა აღდგენას განაგრძობს. მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მესამე კვარტლის მშპ-ს ზრდამ 4.9%-ს შეადგინა, რაც მთლიანი წლის 0.7%-იან ზრდაზე მიუთითებს. თუმცა, ეკონომისტები მესამე კვარტალში მშპ-ს 5.2%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

“ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, ეროვნული ეკონომიკა დაბალანსებული ტემპით აგრძელებდა აღდგენის პროცესს. ეპიდემიის მოსაგერიებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა,“ – წერია ფინანსური მონაცემების სააგენტოს Wind Information-ს ანგარიშში, – „თუმცა, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ საერთაშორისო სიტუაცია კვლავ რთული და ჩახლართულია. გვინდა რომ უცხოეთიდან აღარ გავრცელდეს კორონავირუსი. ეს ყოველივე კი ეკონომიკის გამყარებას ხელს უშლის.“

ჩინეთში, სექტემბერში საცალო გაყიდვებმა 3.2%-ით მოიმატა, 0.9%-იანი ზრდა იყო მესამე კვარტალში. თუმცა, ჯამში პირველი ცხრა თვის განმავლობაში კი საცალო გაყიდვები 7.2%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ონლაინ გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით 15.3%-ით იმატა.

“ჩინეთში ეკონომიკის დინამიკის სწრაფი დაბრუნება გლობალური ეკონომიკის აღდგენის საწინდარია,“ – განაცხადა China Renaissance-ის მაკრო და სტრატეგიულ კვლევათა მიმართულების ხელმძღვანელმა, ბრუს პენგმა.  

მისივე მოლოდინებით ჩინეთი ზრდას განაგრძობს, თუმცა პენგი აღიარებს რომ უმუშევრობამ, ოჯახების შემოსავლის ვარდნამ და მომხმარებელთა ქცევის ცვალებადობამ, შესაძლოა, პეკინს ზრდის მიზნები ვერ შეასრულებინოს. ამ შემთხვევაში, მთავრობა სავარაუდოდ ინვესტიციების მოძიებასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

ბრუს პენგმა ხაზი გაუსვა, რომ მომსახურება, პირველ და მეორეხარისხოვან სექტორებთან – სოფლის მეურნეობასა და წარმოებასთან შედარებით ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.

ზემოხსნებული სამიდან, ბოლო წლების განმავლობაში მომსახურების სფერო ყველაზე სწრაფად გაიზარდა, მაგრამ 2020 წელში მისი ზრდა საკმაოდ შენელდა. შედარებისათვის პირველ და მეორეხარისხოვანი სექტორების ზრდა 2.3% და 0.9%-ს გაუტოლდა.

გარდა ამისა, ინდუსტრიული წარმოება გასული წლის სექტემბრიდან 6.9%-ით გაიზარდა, რაც ამა წლის პირველ ცხრა თვეში 1.2%-ით ზრდის ტოლფასია.  

უმუშევრობის გამოწვევები

სექტემბერში, ოფიციალურ გამოკითხვების მიხედვით უმუშევრობის დონე ჩინეთში 5.4%-ს ჩამოსცდა. თუმცა, სხვა სახელმწიფო მონაცემების მსგავსად ზემოხსნებული მაჩვენებლის ნდობა სათუოა. უმუშევრობის დონე თებერვალში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს 6.4%-ით ჩამორჩება.

ახალ კურსდამთავრებულებისათვის, დასაქმების პერსპქეტივის არქონა “შედარებით მაღალია.“ უმუშევრობის დონე 20-24 წლის კურსდამთავრებულებისათვის – გასული წლის შედეგებთან შედარებით – ზოგად 4%-ით მაღალი იყო.

Macquarie-ის მთავარი ეკონომისტის ლარი ჰუს პროგნოზით, მეოთხე კვარტალში ზრდა 5.5%-ს შეადგენს, წლიური – 2%-ს, ხოლო 2021 წლის კი – 8.5%-იანი ზრდა იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინით კი, ჩინეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა იქნება, რომელიც წელს 1.9%-ით გაიზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *