10 ოქტომბერს თბილისის მარცხის ისტორიების 33-ე გამოშვებას Tribe-ი უმასპინძლებს

10 ოქტომბერს თბილისის მარცხის ისტორიების 33-ე გამოშვებას Tribe-ი უმასპინძლებს

მარცხის ისტორიები არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. Startup Büro ამ ღონისძიებას უკვე ექვსი წელია ატარებს და ხელს უწყობს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.

მარცხის ისტორიების მიზანია, მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს, დამწყებ სტარტაპებსა და მეწარმეებს.

ღონისძიების ფარგლებში, ოთხი საერთაშორისო სპიკერი გაგვიზიარებს თავიანთ მარცხის ისტორიებს:

⁠Frank Hannigan – ბიზნესმრჩეველი ირლანდიიდან, Strategy Crowd-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ინვესტორი.

Timur Daudtopa – 2080 Ventures-ის, VC ფონდისა და სტარტაპ აქსელერატორის დამფუძნებელი პარტნიორი კალიფორნიიდან.

⁠Alex M Dascalu – გვესტუმრება შვეიცარიიდან. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრე-აქსელერატორის, Founder Institute-ის დირექტორია აღმოსავლეთ ევროპაში.

⁠Arta Beitãne – ბალტიის რეგიონის პირველი აქსელერატორის, Buildit Accelerator-ის უფროსი მენეჯერი ლატვიიდან.

ღონისძიებას მოდერირებას ნიკა კაპანაძე, PMCG-ის კერძო სექტორის განვითარების განყოფილების უფროსი გაუწევს.

თარიღი: 10.10.2024

ლოკაცია: Tribe, King David

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: http://tkt.ge/FuckupNights33

ღონისძიების ორგანიზატორები: Startup Büro და PMCG.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან Bene Exclusive, Axel, Loialte, Contractor და GEC Consulting.