შობა-ახალწელიწადის მოახლოებასთან ერთად შესაბამის თემატიკაზე გადაღებული ფილმების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. მსგავსი კინოსურათები სადღესასწაულო განწყობის შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მართალია, მაყურებელთა გემოვნება განსხვავებულია, თუმცა ფილმების შემოსავლების მიხედვით, შესაძლოა ვიმსჯელოთ, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ესა თუ ის კინოსურათი.
აღსანიშნავია, რომ ტოპ-10 მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმის ბილეთების გაყიდვით მსოფლიო კინოთეატრების სალაროებიდან შეგროვებული თანხა, მთლიანობაში 3 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე, საინტერესოა, რომ ათეულში პირველ და ბოლო ადგილს ანიმაცია იკავებს. საერთო ჯამში, ჩამონათვალში სულ სამი ანიმაციური ფილმია.
წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმების ათეულს:
1. The Grinch (2018 წელი) – $512.9 მილიონი
2. Home Alone (1990 წელი) – $476.7 მილიონი
3. Home Alone 2: Lost in New York (1992 წელი) – $359 მილიონი
4. How the Grinch Stole Christmas (2000 წელი) – $345.8 მილიონი
5. A Christmas Carol (2009 წელი) – $325.3 მილიონი
6. The Polar Express (2004 წელი) – $315.2 მილიონი
7. Love Actually (2003 წელი) – $246.8 მილიონი
8. Elf (2003 წელი) – $225.1 მილიონი
9. The Holiday (2006 წელი) – $205.8 მილიონი
10. The Santa Clause (1994 წელი) – $190.5 მილიონი