იაპონიაში Apple-ის ინვესტიციებმა $100 მილიარდს გადააჭარბა

იაპონიაში Apple-ის ინვესტიციებმა $100 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იაპონიის მიწოდების ქსელში 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული განცხადება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის იაპონიაში ვიზიტს დაემთხვა.

Apple-ის ხელმძღვანელი იაპონიაში ყოფნისას კუმამოტოს პრეფექტურას ესტუმრა, სადაც ნახევარგამტარების საწარმოები და წამყვანი ტექნოლოგიების მქონე კომპანიებია წარმოდგენილი. ცნობისთვის, სწორედ ამ ადგილზე შენდება TSMC-ის ნახევარგამტარების ახალი ქარხანაც.

Apple-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ 2019 წლის შემდეგ იაპონური მიმწოდებლების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და ამჟამად მიწოდების ქსელი 1,000-მდე სხვადასხვა კომპანიას შეადგენს.

აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური Sony Group-ი გახლავთ, რომელიც iPhone-ის პროდუქტებისათვის Apple-ს კამერის სენსორებით ამარაგებს. 29 მიმწოდებელი კი Apple-თან დაკავშირებული პროდუქტების წარმოებას 2030 წლისთვის განახლებად ენერგიაზე გადაიყვანს. მათ შორის არიან Sony, Murata Manufacturing-ი, Keiwa Inc-ი, Fujikura და Sumitomo Electric Industries-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *