წლის პირველ 5 თვეში საქართველოში 2,988,478 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,655,163 შეადგინა, რაც 121,378-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +7.9%).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურების უმეტესობა საქართველოში მოგზაურობისას თბილისს ირჩევს. კერძოდ, წლის პირველ კვარტალში მოგზაურების მიერ მონახულებულ ადგილებს შორის 52%–ით თბილისი ლიდერობს. თბილისს საანგარიშო პერიოდში 670 000 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მეორე ადგილს ბათუმი იკავებს 19%–ით, წლის პირველ სამ თვეში ბათუმში 249 288 ვიზიტორი ჩავიდა.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ მონახულებული ადგილები, წლის პირველ კვარტალში
თბილისი
რაოდენობა – 670 062 (მთლიანი რაოდენობის 52.1%).
ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გინოის ციხესიმაგრე და სხვა)
რაოდენობა – 249 288 (მთლიანი რაოდენობის 19.4%).
მარნეული
რაოდენობა – 191 735 (მთლიანი რაოდენობის 14%).
გუდაური
რაოდენობა – 135 693 (მთლიანი წილის 10.6%).
ყაზბეგი (გერგეტის სამების ეკლესია და სხვა)
რაოდენობა – 43 222 (მთლიანი რაოდენობის 3.4%).
მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე და სხვა)
რაოდენობა – 40 967 (მთლიანი რაოდენობის 3.2%).
ქუთაისი (გელათის მონასტერი, ბაგრატის რაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა)
რაოდენობა – 22 588 (მთლიანი რაოდენობის 1.8%).
ბაკურიანი (კოხტაგორა, დიდველი და სხვა)
რაოდენობა – 20 079 (მთლიანი რაოდენობის 1.6%).
ლაგოდეხი (ეროვნული ნაკრძალი და სხვა)
რაოდენობა – 18 173 (მთლიანი რაოდენობის 1.4%).
ბორჯომი (ლიკანი, მინარალური წყლები, მწვანე მონასტერი, ეროვნული პარკი და სხვა)
რაოდენობა – 14 698 (მთლიანი რაოდენობის 1.1%).
დანარჩენი წილი სხვა ადგილებზე მოდის. ასე მაგალითად, გორს (სტალინის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, უფლისციხე და სხვა) წლის პირველ კვარტალში 14 363 ვიზიტორი ეწვია, გარდაბანს (მარტყოფის მონასტერი) 13 612.
წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.