კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუწყო მსოფლიოში ტელემედიცინის მრავალი კომპანიის შექმნას. ამის შესახებ მედიცინის დოქტორი, თენგიზ ვერულავა, თავის Forbes-ბლოგში წერს, სადაც მსოფლიოში ტელემედიცინის 10 საუკეთესო კომპანია მოჰყავს.
როგორც ვერულავა ბლოგში აღნიშნავს, ტელემედიცინა, რომელიც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაბალი ტემპით ვითარდებოდა, პანდემიის დროს ხშირ შემთხვევაში შეუცვლელი აღმოჩნდა. “პანდემიის პერიოდში, როდესაც ბევრი სამედიცინო დაწესებულება დაიხურა და მოსახლეობის უმეტესობა სახლში დარჩა, სამედიცინო პერსონალის დისტანციური მუშაობა, ციფრული კლინიკა სამედიცინო კონსულტაციის ყველაზე მოსახერხებელ ფორმად იქცა”, – აღნიშნავს მედიცინის დოქტორი.
თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოში ტელემედიცინას გაცილებით უფრო დიდი გამოცდილება დაუგროვდა. თენგიზ ვერულავას ბლოგის მიხედვით, 10 საუკეთესო კომპანია ტელემედიცინაში შემდეგია:
1.TELADOC-ი ერთ-ერთი პირველი ტელემედიცინის პროვაიდერია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 2002 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალში. 2018 წლის მონაცემებით, ჩატარდა6 მილიონი სამედიცინო ტელევიზიტი. 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 180 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც პანდემიის პერიოდში მიმართვიანობის ზრდით იყო გამოწვეული.
TELADOC-ის მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ მედიკამენტებზე რეცეპტების გამოწერა და ლაბორატორიული კვლევების ანალიზის ჩატარება. თუ პაციენტს დაზღვევა არა აქვს, ფასები მერყეობს $49-იდან $75-მდე, ფასი დამოკიდებულია სერვისის ტიპზე, ყველაზე ძვირად ღირებული მიმართულება დერმატოლოგიაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე სპეციალისტთან კონსულტაცია $90 ღირს.
2.MEMD-ი(არიზონა, აშშ ) დაარსდა 2010 წელს. MEMD-ზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია, რის შემდეგაც პაციენტს შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩაიტაროს კონსულტაცია ექიმთან ან მორიგე ექთანთან ვიდეოკამერის მეშვეობით. საუბარი შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს მოიცავდეს, ხოლო დამატებითი კითხვებისთვის გადასახადი არ იზრდება.
MeMD-ი არ ახორციელებს ლაბორატორიულ სადიაგნოსტიკო გამოკვლევებს, თუმცა ჯანდაცვის მუშაკებს უკვე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების გამოყენება შეუძლიათ. კონსულტაციების ღირებულება $67-ია, ხოლო დისტანციური მკურნალობის – $85. ფსიქიატრთან თავდაპირველი 45-წუთიანი ვიზიტი 229 დოლარი ღირს, მკურნალობის შედეგების შესაფასებლად შემდგომი ვიზიტების ღირებულება კი 99 დოლარია. 2018 წელს კომპანიამ შექმნა Telebehavioral Healthcare-სერვისი, რომელიც ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა მომსახურებისთვისაა განკუთვნილი.
3.ICLINIC-ი(ინდოეთი) დაარსდა 2010 წელს. ვებგვერდი iCliniq-ი პაციენტებს მრავალფეროვან სერვისებს სატელეფონო ან ონლაინ ვიდეოკონსულტაციების მეშვეობით სთავაზობს. ვებგვერდზე განთავსებულ შეკითხვას 80 სხვადასხვა სპეციალობის, 3000-ზე მეტი ექიმი ნახულობს, რომელთაც შეუძლიათ, პაციენტებს უპასუხონ. ექიმები არიან ინდოეთიდან, გერმანიიდან, სინგაპურიდან, აშშ-დან. მომხმარებლებს ასევე აქვთ წვდომა დაარქივებულ კითხვებსა და პასუხებზე. კომპანიამ ასევე შეიმუშავა „ვირტუალური საავადმყოფოს” კონცეფცია, რომლის მეშვეობით ტარდება დისტანციური ტელეკონსულტაციები სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე.
მომხმარებლის პირველი წერილობითი კითხვა iCliniq–ზე უფასოა. ექიმის პასუხის შემდეგ მომხმარებელი იღებს შეტყობინებას ელ. ფოსტით ან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე. ამის შემდეგ ჩატში გატარებული 50 საათი არის $30 ღირს, ხოლო 100 საათი – $50.
4.AMWELL-ი(ბოსტონი, აშშ) 2006 წელს ორმა ექიმმა ძმამ დააარსა. თავდაპირველად კომპანიას AMERICAN WELL ეწოდებოდა, ხოლო 2019 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად AMWELL-ი დაერქვა. 2020 წლის მაისში კომპანიამ 194 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ურთიერთობები ისეთ ცნობილ კომპანიებთან დაამყარა, როგორიცაა, Takeda და Allianz X-ი. ამ დამატებით ხარჯებს კომპანია ტელემედიცინის განვითარებისთვის და ტექნოლოგიების დასახვეწად იყენებს. გარდა ვებგვერდისა, Amwell–ის მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ექიმთან დაკავშირებაა შესაძლებელი, iPhone–სა და Android–შია ხელმისაწვდომი. სერვისის მისაღებად მომხმარებელი უკავშირდება მისსავე შტატში მყოფ ექიმს. ღირებულება შეადგენს $69-ს დაზღვევის გარეშე. ზოგადი სამედიცინო კონსულტაციების გარდა, ხელმისაწვდომია ასევე დიეტოლოგის კონსულტაციებიც, რის გამოც AMWELL-ი ამერიკაში პოპულარობით სარგებლობს.
5.MDLIVE-ი(ფლორიდა, აშშ) დაარსდა 2009 წელს. მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში შეუძლია, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაცია ჩაიტაროს. კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. კონსულტაციის ფასი $82-ია დაზღვევის გარეშე. დერმატოლოგის კონსულტაცია – $75 ჯდება, ფსიქიატრთან თავდაპირველი ვიზიტი $284 ღირს, , ყოველი შემდეგი კი – $108. 2020 წელს პაციენტთა მიმართვიანობა ფსიქიატრიულ სერვისებზე 72%-ით გაიზარდა, რაც პანდემიით იყო გამოწვეული.
6.Doctor on Demand-ი,კონკურენტებისგან განსხვავებით, საშუალებას აძლევს ინდივიდებს, დაამატონ ექიმი თავიანთ “რჩეულებში”. პირველი კონსულტაციის შემდეგ პაციენტს შეუძლია იმავე ექიმთან ჩაეწეროს. ახალბედა დედებს აქვთ საშუალება, უწყვეტი კონსულტაციები გაიარონ პროფესიონალებთან. ექიმთან 15 წუთით დაკავშირება $75 ღირს. ფსიქიატრიული კონსულტაციის საწყისი ფასი კი $229-დან იწყება და 45-წუთიან ვიზიტს მოიცავს.
7.LiveHealth Online-ი– კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვითონ აირჩიოს სასურველი ექიმი საკუთარ შტატში და მასთან ჩაიტაროს კონსულტაცია. პაციენტი შერჩეულ ექიმს რამდენიმე წუთში უკავშირდება. ექიმი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში მთელი კვირის მანძილზე. კონსულტაციის ფასი $59-ია, დაზღვევის გარეშე.
8.VIRTUWELL-ი– კომპანია ახორციელებს დიაგნოსტიკურ-სამკურნალო კონსულტაციებს ვირტუალურ რეჟიმში. მომსახურება დაზღვევის გარეშე $49 ღირს, უკმაყოფილების შემთხვევაში თანხა პაციენტს უბრუნდება.
9.PlushCare-ი– კომპანია ახორციელებს დიაგნოსტიკურ-სამკურნალო კონსულტაციებს და მედიკამენტებზე რეცეპტებს გასცემს. მომხმარებელი იხდის ყოველთვიური მომსახურების $15-ს. პირველი კონსულტაციის ფასი $99-ია, დაზღვევის გარეშე.
10.HealthTap-ი – კომპანიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული000 ამერიკელ ექიმთან. მათ შეუძლიათ დიაგნოსტიკურ-სამკურნალო კონსულტაციების ჩატარება და მედიკამენტებზე რეცეპტების გაცემა. მომხმარებელი ყოველთვიურად $15-ს იხდის.