2016 წელს ჯანდაცვის პროგრამების ხარჯმა გეგმას 119 მილიონი ლარით გადააჭარბა

2016 წელს ჯანდაცვის პროგრამების ხარჯმა გეგმას 119 მილიონი ლარით გადააჭარბა

2016 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის გეგმა 79 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 3 241 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა ფაქტიურად 3 264 მილიონი ლარი დაიხარჯა. ხარჯების ზრდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების ზრდამ განაპირობა. პირვანდელ გეგმასთან შედარებით, ჯანდაცვის ხარჯები 119 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო შეცვლილ გეგმასთან შედარებით 18 მილიონი ლარით. აღნიშნული 119 მილიონი ლარიდან 111 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა, ხოლო 4 მილიონი საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

16 მილიონი ლარით შემცირდა პენსიის და მიზნობრივი სოციალური დახმარებების გეგმა. 6.5 მილიონი ლარით გაიზარდა პროგრამების მართვის ანუ ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯი.

ცხრილი1. ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის გეგმები და ფაქტიური ხარჯი:

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *