2016 წელს ლარში განთავსებული დეპოზიტები 404 მილიონით გაიზარდა

2016 წელს ლარში განთავსებული დეპოზიტები 404 მილიონით გაიზარდა

2016 წელს საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 404 მლნ ლარით (9%-ით) გაიზარდა. მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 123 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშები და მოთხოვნამდე დეპოზიტები 319 და 208 მლნ ლარით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ლარში განთავსებული დეპოზიტები მცირდებოდა და ჯამში 317 მლნ ლარით შემცირდა.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 2016 წელს 475 მლნ დოლარით გაიზარდა. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 72.5% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 70% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 13.3 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 5 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2017 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.1%-ია, ერთი წლის წინ 3.7% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.7%-ია, ერთი წლის წინ 8.6% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *