2016 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოება 7.5 პროცენტით გაძვირდა

2016 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოება 7.5 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი გასული წლის დეკემბერში წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის დეკემბერთან შედარებით 7.5%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 33%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება – 5.9%-ით, ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება 14%-ით, მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 35.5%-ით. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 5.1%-ით. ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა გაიაფდა 9.4%-ით, ხოლო ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 22%-ით გაიაფდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *