2016 წელს საქართველოს ექსპორტი 4 პროცენტით შემცირდა

2016 წელს საქართველოს ექსპორტი 4 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 4%-ით (91 მლნ დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი 28%-ით (2 141 მლნ დოლარით) გაიზარდა. “ც ჰეპატიტის“ სამკურნალო საშუალებების გამოკლებით, იმპორტი 0.4%-ით არის შემცირებული.

2016 წელს 2.1 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წელს 2.2 მილიარდი დოლარის. საქართველოს ექსპორტმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, აქედან გამომდინარე, 2016 წელს 2013 წელთან შედარებით ექსპორტი 27%-ით არის შემცირებული. 2016 წელს იმპორტმა 9.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა აქედან დაახლოებით 2.6 მილიარდი დოლარის გრანტის სახით მიღებული „ც ჰეპატიტის“ სამკურნალო საშუალებეია.

2016 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 მილიარდი დოლარით მეტია. ცალკე აღებულ დეკემბრის თვეში ექსპორტი 5.2%-ით (9.6 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 13.2%-ით (112 მლნ დოლარით) გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 იანვარს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *