გასულ წელს საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 31.1 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც 2017 წლის მონაცემებს 13,4 მლნ ლარით ჩამოუვარდება.
მისოების მოგება უკვე წლებია მცირდება. 2017 წელს, საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. შედარებისთვის, 2016 წელს სექტორის წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარი იყო, 2015 წელს 124.2 მლნ ლარი, 2014-ში 79,8 მლნ ლარი, 2013 წელს 61.9 მლნ ლარი, ხოლო 2012 – 49.3 მლნ ლარი.
საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 1.1 მლრდ ლარზე მეტის სესხები აქვთ გაცემული. აქედან ყველაზე დიდი წილი კი სამომხმარებლო სესხებზე მოდის (337 მლნ ლარი). მსგავსი ტიპის სესხების რაოდენობა მისოების შემთხვევაში 101 243-ია. 299.8 მლნ ლარი მოდის ლომბარდებზე, მათ სებ-ის მონაცემებით, 346 702 სესხი აქვთ გაცემული.
საქართველოს ეროვნულო ბანკის მონაცემებით, 2018 წლის ბოლოს საქართველოში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 1 020 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი იყო. 2017 წლის შემდეგ მიკროსაფინანსოების რიცხვი 8 ერთეულით, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტების 106 ერთეულით შემცირდა.