ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 2.3 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 2.3 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის იანვართან შედარებით 2.3%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 51%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

2019 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 0.1%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.1% პუნქტით გაზარდა. მათ შორის, კვების პროდუქტების, სასმელების წარმოება 1.3%-ით გაძვირდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 3.1%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4.9%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (14.3 %), რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (9.4%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.4%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *