2018 წელს საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში 84 მილიონი ლარი შევიდა

2018 წელს საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში 84 მილიონი ლარი შევიდა

2018 წელს საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან 84 მილიონი ლარი შევიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 53%-ით (29 მილიონი ლარით) მეტია.

84 მილიონიდან 34 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 50 მილიონი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში შევიდა.

2010-2012 წლებში საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში საშუალოდ 33 მილიონი ლარი შედიოდა, 2013-2017 წლებში კი საშუალოდ 55 მლნ ლარი. 2018 წლის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.

გრაფიკი: ბიუჯეტის შემოსავლები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან, მილიონ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.