2018 წლიდან სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა რაოდნოება 3 278-ით მცირდება

2018 წლიდან სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა რაოდნოება 3 278-ით მცირდება

დღეს ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, მომავალ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში არსებული მომუშავეთა რიცხოვნობა 3 278 ადამიანით მცირდება. მომუშავეთა რიცხოვნობა ყველაზე მეტად კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში მცირდება  – ჯამში 1 214 ადამიანით. შემდეგ მოდის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 477-ით შემცირდება. საერთო სასამართლოებში დასაქმებულები 305 ადამიანით მცირდება.

ჯამში, უმეტეს უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. გაუქმდა ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სადაც 38 ადამიანი იყო დასაქმებული.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის 1 398 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 5 მლნ ლარით მეტია 2017 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე. შრომის ანაზღაურების ხარჯის წილი მთლიან ხარჯებში 11.3%-მდე მცირდება. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 12.2%-ის დონეზეა დაგეგემილი.

ცხრილი: სახელმწიფო უწყებები, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად მცირდება

უწყებები

2017

2018

სხვაობა

მომუშავეთა ჯამური რიცხოვნობა

116757

113479

-3278

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

7976

6762

-1214

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

4947

4470

-477

საერთო სასამართლოები

1963

1658

-305

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

1657

1366

-291

თავდაცვის სამინისტრო

42257

41992

-265

პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები

1331

1126

-205

შინაგან საქმეთა სამინისტრო

29908

29766

-142

იუსტიციის სამინისტრო

1665

1602

-63

ჯანდაცვის სამინისტრო

3225

3184

-41

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

38

0

-38

საკონსტიტუციო სასამართლო

109

73

-36

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

370

339

-31

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1404

1377

-27

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

285

259

-26

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

376

361

-15

ფინანსთა სამინისტრო

4785

4770

-15

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

80

69

-11

აქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

150

140

-10

ენერგეტიკის სამინისტრო

144

135

-9

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.