2019 წელის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდები

2019 წელის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდები

მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო გუნდები, შემოსავლებს და გულშემატკივრების შთამბეჭდავ რაოდენობას არც წელს უჩივიან. მათი სპონსორები კი მზად არიან მეტი თანხები გადაიხადონ ამათუ იმ გუნდის სპონსორობაში, რადგან აღნიშნული გარიგებები სპონსორი კომპანიების ცნობადობას და პოპულარულობას მნიშვნელოვნად ზრდის.  

აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალმა თავისი სპონსორობის უფლება 224 მილიონ დოლარად მიყიდა Providence Equity-ის. გასულ სეზონს, კი ბარსელონას ქონდა წარმატებული გარიგება იაპონურ ელექტრონული კომერციის გუნდ Rakuten-თან, რომელიც 246 მილიონი დოლარით განისაზღვრა. ბარსელონამ ასევე გააფორმა ხელშეკრულება სპორტული ტანისამოსის და ფეხსაცმლის წამყვან ბრენდ  Nike-თან. ხოლო იუვენტუსმა კონტრაქტი დადო ადიდასთან და ფეხბურთის გუნდმა 457 მილიონი დოლარის მიიღება შეძლო აღნიშნული გარიგებიდან.

                     slide37

ორწლიანი ტაიმაუტის შემდეგ, მადრიდის რეალმა მოახერხა დაბრუნებოდა პირველობას 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდების ჩამონათვალში. გუნდის ღირებულებამ  4.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის რეალმა 100 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ჩემპიონთა ლიგიდან 2018 წელს.

მადრიდის რეალს მოყვება მისი კონკურენტი ბარსელონა, რომლის ღირებულება 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მანჩესტერ იუნაითედის – 3.8 მილიარდი აშშ დოლარი, მიუნხენის ბაიერნის – 3 მილიარდი აშშ დოლარი და მანჩესტერ სითის – 2.69 მილიარდი აშშ დოლარი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.