2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. 2019 წლის დეკემბერში კი, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, ზრდა 3.8% იყო. 5.3% შეადგინა მეოთხე კვარტლის საშუალო ზრდამ.

2019 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4.8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, რომელიც დღეს გამოქვეყნებულ წინასწარ მაჩვენებელს 0.4% პუნქტით ჩამორჩება.

2020 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *