2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “ვაჭრობა და ელ. კომერცია“

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “ვაჭრობა და ელ. კომერცია“

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “ვაჭრობა და ელ. კომერცია“.

Forbes 30 Under 30-ის წევრები ის წარმატებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში მიაღწიეს. ამ სიის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი მიზანდასახულები და ენერგიულები არიან, აქვთ თავიანთი ხედვა და სტრატეგია.

წარმოგიდგენთ 2019 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულებს კატეგორიაში “ვაჭრობა და ელ. კომერცია“.

გამარჯვებულები:

ქეთევან ვაჩიბერიძე, 28

E-commerce Platform B2C, აღმასრულებელი დირექტორი

ანანო დოლაბერიძე, 28

Phubber App, თანადამფუძნებელი

გიორგი ჩემინავა, 22

დალოოდი, გენერალური მენეჯერი, საერთაშორისო გაყიდვები

ირაკლი შონია, 29

Element Construction LLP, დირექტორი

ირაკლი დანელია, 29A.

P. MOLLER MAERSK/ MAERSK LINE, კომერციული წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში

ფოკუსში:

ქეთევან ვაჩიბერიძე, 28

მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული ვაჭრობისა და კომერციის წილი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ონლაინვაჭრობიდან მიღებული თანხა გლობალურ ბაზარზე $2.86 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, 2020 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი $4 ტრილიონს გადააჭარბებს, 2021 წლისთვის კი $4.88 ტრილიონს მიაღწევს.

საქართველო ნელ-ნელა უერთდება ამ მსოფლიო ტენდენციას. თუმცა 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ონლაინგაყიდვების წილი საერთო საცალო გაყიდვებში 1%-ზე ნაკლები იყო, ბაზარზე არსებულ ონლაინმაღაზიების რიცხვი კი დაახლოებით 600-ს უტოლდებოდა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ქეთევან ვაჩიბერიძემ სექტორის განვითარება და კომპანია B2C.GE-ის შექმნა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ელ. კომერციის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

B2C.GE – ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მეწარმეებს, მარტივად და დამოუკიდებლად შექმნან ონლაინმაღაზია. ის ეხმარება მცირე თუ საშუალო ბიზნესს, ინვესტიციის გარეშე გავიდნენ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე. პლატფორმამ მალევე მიაღწია წარმატებას და სექტორში წამყვანი პოზიციების დაკავება შეძლო. B2C. GE-ის დახმარებით, ბაზარზე 100 -ზე მეტი ახალი ონლაინმაღაზია შეიქმნა.

ჟიურის წევრები:

ივა ჭყონია – დისტრიბუტორთა ასოციაცია, თავმჯდომარე.

გიორგი ისაკაძე – ჟურნალი FORBES, მთავარი რედაქტორი.

შოთა დიღმელაშვილი – ჟურნალი FORBES, აღმასრულებელი რედაქტორი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *