2019 წლის ყველაზე ყურებადი სერიალები

2019 წლის ყველაზე ყურებადი სერიალები

2019 წელი საკმაოდ კონკურენტული გამოდგა ონლაინ-სთრიმინგ კომპანიებისათვის, რადგან ბაზარზე არსებულ პოპულარულ კომპანიებს (Netflix-ი, Amazon Prime Video and Hulu) დაემატა Disney+ და Apple TV+.

Disney+-ის და Apple TV+ -ის დამატებამ, მაყურებლებს ახალი არჩევანი გაუჩინა.

2019 წლის სატელევიზიო სეზონის დასასრულს TV Time-ი ყველაზე ყურებადი შოუების TOP-20 ასახელებს. ოცეულში Netflix-ის სერიალები ლიდერობს. ამ სეზონზე სიაში მხოლოდ ერთი სერიალია, რომელიც Netflix-ს არ ეუთვნის. ეს არის Hulu-ს პროდუქტი The Handmaid’s Tale.

TV Time-ი აღნიშნავს, რომ Netflix-ის პროდუქტმა Money Heist (aka La Casa de Papel) ყველაზე მეტი არაინგლისურენოვანი მაყურებელი მიიზიდა – 44 მილიონი. ფანები კი მოუთმენლად ელიან სერიალის მეოთხე სეზონს 2020 წელს.   

ყველზე ყურებადი სერიალების ოცეული ასე გამოიყურება:

1. Lucifer

2. Stranger Things

3. 13 Reasons Why

4. Money Heist aka La Casa de Papel

5. Orange Is The New Black

6. The Handmaid’s Tale

7. Sex Education

8. Elite

9. You

10.Chilling Adventures of Sabrina

11.The Umbrella Academy

12. Black Mirror

13. Dark

14. Marvel’s The Punisher

15. Atypical

16. Love, Death & Robots

17. Mindhunter

18. Marvel’s Jessica Jones

19. Big Mouth

20. The Society

მიუხედავად დიდი კონკურენციისა, Netflix-ი გამოირჩევა ყველაზე მაღალი ხარისხით და მისი ფილმები და სერიალები წარდგენილია 2020-ის ოქროს გლობუსის 17 ნომინაციაზე. საუკეთესო ფილმის ნომიაციაზე კი დასახელებულია მარტინ სკორსეზეს The Irishman-ი.

წყარო Forbes