2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება

ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ამასთან, არჩევნები ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს კენჭს იყრიან პარტიული სიები, რომელთა მანდატები ნაწილდება მოპოვებული ხმების პროპორციულად. ხოლო პროპორციული სიის მიერ მოპოვებული მანდატი ნაწილდება პარტიულ სიაში შემავალ კანდიდატებზე სიის დასაწყისიდან მიყოლებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.