ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2020 წელთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა. 2020 წელს ქვეყანაში 1.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, 2021 წელს კი 1.9 მილიონი. 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული.
2021 წელს ტურისტების რაოდენობა, ანუ იმ ვიზიტორების, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტხანს გაჩერდნენ, 45%-ით დაიზარდა და 1.6 მილიონი შეადგინა. პანდემიამდე, 2019 წელს საქართველოში 5.1 მილიონი ტურისტი შემოვიდა.
გასულ წელს ყველაზე მეტი (326,494) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 212,979 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 164,979 ვიზიტორით.
10 ქვეყანა, საიდანაც 2021 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | 2020 | 2021 | ცვლილება,% |
თურქეთი | 335,580 | 326,494 | -2.7% |
რუსეთი | 208,677 | 212,979 | 2.1% |
სომხეთი | 260,965 | 164,698 | -36.9% |
უკრაინა | 42,414 | 144,901 | 241.6% |
ისრაელი | 25,731 | 100,686 | 291.3% |
აზერბაიჯანი | 295,132 | 82,718 | -72.0% |
ყაზახეთი | 13,779 | 66,787 | 384.7% |
საუდის არაბეთი | 4,960 | 63,437 | 1179.0% |
ბელარუსი | 14,340 | 53,698 | 274.5% |
უზბეკეთი | 14,410 | 36,384 | 152.5% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია