2022 წელს Aramco-მ რეკორდული, $161.1 მლრდ-ის მოგება მიიღო

2022 წელს Aramco-მ რეკორდული, $161.1 მლრდ-ის მოგება მიიღო

საუდის არაბეთის ნავთობგიგანტმა, კომპანია Aramco-მ 2022 წელს რეკორდული მოგება მიიღო. როგორც BBC წერს, მოგებამ $161.1 მილიარდი შეადგინა. ამაში კომპანიას მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსებზე ფასების ზრდა და მოთხოვნის მატება დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 46.5%-ითაა გაზრდილი.

ამჟამად ბრენტის ტიპის ნავთობი ბარელზე დაახლოებით $82-ად ივაჭრება, თუმცა, გასული წლის მარტში ფასი $120-ს აღწევდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით იყო განპირობებული.

“იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოველით, რომ ნავთობი და გაზი მნიშვნელოვან რესურსად დარჩება უახლოეს მომავალში, ჩვენს ინდუსტრიაში არასაკმარისი ინვესტიციების რისკები რეალურია”, – განაცხადა Aramco-ს პრეზიდენტმა, ამინ ნასერმა.

მისივე თქმით, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, კომპანია მხოლოდ ნავთობის, გაზისა და ქიმიკატების წარმოების გაფართოებაზე არ იქნება ფოკუსირებული, ისინი ასევე აპირებენ ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, რომელიც ხელს შეუწყობს ნახშირბადისგან შედარებით თავისუფალი რესურსების წარმოებას.

Aramco მსოფლიოში საბაზრო ღირებულებით სიდიდით მეორე კომპანიაა ამერიკული Apple-ის შემდეგ. ის სათბურის აირებით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამაბინძურებლად მიიჩნევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *