2022 წლის პირველ კვარტალში ჰაკერებმა $1.3 მილიარდის კრიპტოაქტივები მოიპარეს

2022 წლის პირველ კვარტალში ჰაკერებმა $1.3 მილიარდის კრიპტოაქტივები მოიპარეს

2022 წლის პირველ სამ თვეში, ჰაკერებმა 78 ბლოკჩეინ-პროექტი დაჰაკეს, საიდანაც $1.3 მილიარდის კრიპტოაქტივები მოიპარეს, – ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების კომპანია Atlas VPN-ი, კრიპტოდანაშაულებით დაინტერესებული ორგანიზაციის, Slowmist Hacked-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

დაჰაკულ ბლოკჩეინებს შორის ყველაზე დიდი ზარალი ეთერიუმმა იწვნია – 2022 წლის პირველ კვარტალში, ამ ბლოკჩეინზე 18 ჰაკერული თავდასხმა დაფიქსირდა, რომელთა წყალობით ჰაკერებმა $636 მილიონი მოიპარეს. სწორედ ეთერიუმს უკავშირდება ამ კვარტლის უდიდესი ძარცვაც – თაღლითებმა პოპულარული NFT-თამაში, Axie Infinity დაჰაკეს და $625 მილიონის ღირებულების სხვადასხვა კრიპტოვალუტა მოიპარეს.

ზარალის მხრივ სიდიდით მეორე ბლოკჩეინი – სოლანა აღმოჩნდა, რომელზეც წინა კვარტალში 5 კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის შედეგად ბლოკჩეინიდან $397 მილიონის კრიპტოვალუტა მოიპარეს. მესამე ადგილას Binance Smart Chain-ი გავიდა, რომელშიც ჰაკერებმა 14-ჯერ შეაღწიეს და $100 მილიონის აქტივები მოიპარეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის ჭრილში, ბლოკჩეინებზე მიტანილმა კიბერთავდასხმების რიცხვმა 136%-ით იმატა – ეს ტრენდი დაფიქსირდა, როგორც ახალ-ახალი ბლოკჩეინების გაჩენის, ასევე NFT-ტექნოლოგიის უაღრესი პოპულარობის გამო. ცნობისთვის, NFT-ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პროექტები კიბერთაღლითობის მსხვერპლი 20-ჯერ გახდნენ და შედეგად $49 მილიონით იზარალეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *