26 წლის ნინუცა ნანიტაშვილი "გაერომ" ინოვატორ ქალთა შორის დაასახელა

26 წლის ნინუცა ნანიტაშვილი "გაერომ" ინოვატორ ქალთა შორის დაასახელა

ნინუცა ნანიტაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ევროპისა და ცენტრალური აზიის მოწინავე ინოვატორ ქალთა შორის დაასახელა. 

ნინუცა ნანიტაშვილი 18 წლის იყო, როდესაც პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელიც Google-ის დეველოპერების გუნდს შეუერთდა. 

შემდგომ მან Women Techmakers დააფუძნა, კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებაში ქალების ჩართულობას უწყობს ხელს. 

26 წლის ნინუცა ნანიტაშვილი ამ დროისთვის UN Women თანამშრომელობით, 100-ზე მეტ ქალს ეხმარება ციფრული უნარ-ჩვევების გაღრმავებაში. 

“როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში მოვხვდებოდი. დღესაც ბევრ გოგოს არ სჯერა რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწევს”, – ამბობს ნინუცა ნანიტაშვილი.