ქართველების დაფუძნებული კომპანია გერმანიაში ბანკს ყიდულობს

ქართველების დაფუძნებული კომპანია გერმანიაში ბანკს ყიდულობს

ქართველების მიერ დაფუძნებული ფინტექ კომპანია Raisin გერმანული MHB Bank-ის შეძენას გეგმავს. MHB გერმანიაში საბანკო სერვისების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი საფინანსო ორგანიზაციაა. 

ამ ეტაპზე გარიგების ზუსტი დეტალები ცნობილი არაა და ის ჯერჯერობით რეგულატორის თანხმობას საჭიროებს. 

Raisin-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ გიორგაძეა. Techcrunch-ის ცნობით, Raisin-მა ახლახან შეძლო $114 მილიონის ინვესტიციის მოპოვება. კომპანია 2013 წელს დაფუძნდა და ის გერმანიაშია ბაზირებული. მათ მიერ შექმნილი პლატფორმა მომხმარებელს ეხმარება მასზე მორგებული სადეპოზიტო პროდუქტი შეიძინოს. სერვისს მომხმარებლები მსოფლიოს 31 ქვეყნიდან ჰყავს. 

MHB-ის შეძენით Raisin-ი საფინანსო ბაზარზე გაფართოვებას და სერვისების განვითარებას ელოდება. 

გიორგაძე ამბობს, რომ საბანკო ლიცენზიის არქონა მათი კომპანიისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა ევროპაში გაფართოვების პროცესში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *