$3,2 მილიარდის ქველმოქმედება ერთ დღეში - ბაფეტმა პირადი რეკორდი მოხსნა

$3,2 მილიარდის ქველმოქმედება ერთ დღეში - ბაფეტმა პირადი რეკორდი მოხსნა

უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებაში რეკორდული თანხის დონაცია განახორციელა. Berkshire Hathaway-ის აქციები, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესმა ინვესტორმა ქველმოქმედებაში მიმართა 3,17 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ამ მაჩვენებლით ბაფეტმა პირადი რეკორდი მოხსნა.

შედეგად Forbes-ის მილიარდერთა სიაში ბაფეტის ქონება 76,3 მილიარდი დოლარიდან, $73,1 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ რჩება მსოფლიოს რიგით მეოთხე უმდიდრეს ადამიანად – ბაფეტი $8 მილიარდით უფრო მდიდარია, ვიდრე მის უკან მდგომი კარლოს სლიმი.

ბაფეტი უკვე წლებია ქველმოქმედებაში მილიარდობით დოლარის დონაციას ახოციელებს.

თანხის დიდი ნაწილი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს, ასევე 4 საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხა, რომლებიც ბაფეტის ოჯახთან არიან დაკავშირებული. მათ შორისაა ბაფეტის საგანმანათლებლო საქველმოქმედო ფონდი, Sherwood-ის ფონდი, ჰოვარდ ბაფეტის ფონდი და NoVo Foundation, რომელიც ბაფეტის უმცროს შვილს ეკუთვნის.

ბაფეტმა ქველმოქმედებაში Berkshire Hathaway-ის 18,6 მილიონი B კლასის აქციები მიმართა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელში ბაფეტის საინვესტიციო კომპანიის აქციების ფასი 17%-ით გაზრდილია.  ჯამში კი აღნიშნულ საქვემოქმედო ორგანიზაციებს ბაფეტმა 27,5 მილიარდ დოლარზე მეტი გადაურიცხა.

Forbes ბაფეტის საქველმოქმედო დონაციებს 32 მილიარდ დოლარად აფასებს.

2010 წელს უორენ ბაფეტმა ბილ გეიტსთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია The Giving Pledge დაარსა, – ამ ინიციატივით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმეტესობას ფილანტროპული მიზნებისთვის დახარჯავენ. ინივიატივას მსოფლიოს 21 ქვეყნიდან 170-მდე ბიზნესმენი და ინვესტორი შეუერთდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.